ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორთან" 1:2 დამარცხდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდა და კარის აღებას ცენტრისკენ შესვლით ცდილობდა. ასეთი ეპიზოდი ორჯერ იყო, თუმცა ბათუმელთათვის შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთხელ საჯარიმოში არეულობის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა გიული მანჯგალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან" შეიქმნა - მე-13 წუთზე სეფა ილმაზმა საჯარიმოში ბურთი კარგად ვერ მიიღო და ხიფათი განიმუხტა. დაახლოებით 25-ე წუთისთვის სტუმრებმა ბურთზე კონტროლი
დაამყარეს და რამდენჯერმე მრავალსვლიანი კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

33-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ალექსანდრ აზაცკი ურტყამდა. ბათუმის "დინამოს" მცველი კუთხურს ითხოვდა, თუმცა ირფან პელიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში შესვლა ცრუ მოძრაობით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმის ბოლოს მუსტაფა იატაბარემ უხეიროდ დაარტყა და გუნდები შესვენებაზე არც ისე მცირე შელაპარაკებით გავიდნენ.

შეტევის გასაძლიერებლად შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია შეუშვა. 48-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოსთან წააქციეს, მამუჩაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტს კი მეკარე ვურალი იოლად დაეუფლა. სტუმრებმა უხეშობას უმატეს და ამაზე ტრიბუნები აქტიურად რეაგირებდნენ. 51-ე წუთზე ბათუმელები ირაკლი აზაროვის მშვენიერმა ვარდნამ იხსნა, თორემ იატაბარე სახიფათოდ ურტყამდა. 54-ე წუთზე კი ფლამარიონი საჯარიმოს სიახლოვეს წააქციეს და საჯარიმოდან მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.

სტუმრებს ფლამარიონთან გამკლავება უჭირდათ - მის წინააღმდეგ კორაი ალთინაი საკმაოდ ხშირად უხეშობდა და მსაჯმა გააფრთხილა, თუმცა 29 წლის მცველი მაინც არ დამშვიდებულა. "სივასპორის" მოთამაშეებს რეალური ხიფათის შექმნა ისევ უჭირდათ. შეხვედრის 68-ე წუთზე მოედანზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტუაციის მართვა უჭირდა. 74-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს, თუმცა ამას ბათუმელთა კართან ხიფათი არ მოჰყოლია. გოლი კი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით შეცვლაზე შესულმა ჯეიმსმა გადაგზავნა - სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თურქები უფრო ლაღად და თამამად ათამაშდნენ. 83-ე წუთი - ახლად შემოსულმა გაფრინდაშვილმა ფლანგიდან სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაიოდემ კუპატაძის კარი დალაშქრა და ბათუმის "დინამომ" დასანანი მარცხი განიცადა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს სივაში გაიმართება.

ბათუმი. „ბათუმი-არენა“
დინამო (ბთ) - სივასპორი 1:2
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), ჯიღაური (ნავალოვსკი 90+2), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 79)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფტჩი, ალთინაი (ენდალი 76), ოკეჩუკვუ, არსლანი, ფაჯრი (იაიგიტერი 90+7), ილმაზი (ფელიქსი 76), იატაბარე (ჯეიმსი 58), კაიოდე

მკითხველის კომენტარები / 30 /
ak kobaxidzes abraleben da memgoni orive chacodebul burtze mekare unda gamosuliko, ras elodeboda, sanamde gols ar gautanden, tu igives ar gaimeorebs kupataze turketchi kargia.,
ქუთაისელი
06 აგვისტო 2021 08:47
4
შარშან ბათუმი ალავიძემ დაღუპა,მოიყვანეს კუპატაძე არაფრით გამორჩეული მეკარე,გამოსვლაზე 0,კუპატაძეს ბრალი არაა ორი ხე რო დგა დაცვაში კობახიძეც და აზაცკიც მინუს უსასრულობაა,ამათი სიდებილის ფონზე ჩაბრა და აზაროვი ვეღარ რისკავდნენ ფლანგებიდან შეტევას,ამიტომაც წავაგეთ...ფლარამიონის შეცვლა რა იყო ვერ გავიგე რო არ გაეგდოთ?!აგრესიული არ იყო ეს ბიჭი ძირითადად ფეხებში ურტყავდნენ და ჯარიმდებოდნენ მასზე ამიტომ უნდა დაეტოვა,მოიტანდა რაღაც შედეგს ეს ბიჭი
გულშემატკივარი
06 აგვისტო 2021 14:53
1
თურქების პირველ გოლში კუპატაძეს ჩაეძინა.
თომა
06 აგვისტო 2021 16:00
4
კუპატაძეს არა! კობახიძე უნდა აყოლოდა თავით მაგრამ დააგვიანა და შორსაც იდგა,….აი ჩაბრაძეს რომ რეაქცია არ ქონდა ეს გამიკვირდა…საერთოდ არც კი გაიბრძოლა…მეორე შემთხვევაშიც კობახიძეს გადაახტა ბურთი….


ემზარ
07 აგვისტო 2021 11:06
0
მოდით ჯერ თურქეთის ჩემპიონატს გავუთანაბრდეთ და მერე ვილაპარაკოთ მიღწევებზე. რა შედეგიც დასდეს რატომ არ ვხედავთ? თურქეთშიც რომ წააგონ თანაც დიდი ანგარიშით არც ეგ არის გასაკვირი,რითი აპირებ ბრძოლას?ფანცულაია მუცელს ძლივს დაათრევს,მაგნაირი ფეხბურთელებით?ფული არაა რომ ახალი ფეხბურთელები მოვიწვიოთ,რაც არის ეგაა.თურქეთში ჯოჯოხეთი იქნება.მოგებას რითი ვაპირებთ?მარტო ფლამარიონით?მხოლოდ ერთი შემსრულებელი გყავს.დაცვას ბოლო აქვს მოღებული,გინდ გყოლია გინდ არა.ამ ხალხის მართვა იოლია როგორ ფიქრობთ?
სვანსკი
06 აგვისტო 2021 15:15
4
შარშან ლოკომოტივმა კიდევ უფრო უკეთესი ჩემპიონატის დინამო დაიფრინა მოსკოვზე მაქვს საუბარი და მანამდე რუმინეთის მეორე ადგილოსანი კრაიოვა, ნახევარფინალისტ გრანადასთან სტუმრად 2-0 წააგო! ანუ ფეხბურთში მარტო ჩემპიონატის დონე და ფეხბურთელების ფასი არაა გადამწყვეტი! მითუმეტეს ეს სივასპორი საერთოდ არაა ბათუმზე უკეთესი გუნდი! მოეშვნენ დაკარგეს კონცენტრაცია და ეგ იყო! დაცვაში კობახიძე და მეკარე ძალიან სუსტები არიან!
ლადო
06 აგვისტო 2021 16:38
0
ყველაფერს მცველებს ნუ დააბრალებთ.გუნდს დროული გადაცემის მიმცემი არ ჰყავს.1-ლი გოლის შემთხვევაში პასი უნდა გაკეთებულიყო ერთი-ორი შეხებით მარცხნივ არგაკეთდა დაიკარგა და მივიღეთ გოლი.საკმარისია დინამო თბილისმა ცენტრი გააძლიეროს ბათუმი ვერ გახდება ჩემპიონი.
kote
06 აგვისტო 2021 15:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული