ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
სერგო კოტრიკაძე მეკარე.კავაზაშვილი რუსეთის ნაკრებში
ტონი
07 მარტი 2024 07:14
0
კარლოვიჩი არა კვახი, რის საფუძველზეა შერჩეული?????
ოღონდაცა რააააააააააა
26 იანვარი 2024 14:04
5
სერგო კოტრიკაძე
კახა კალაძე
ალექსანდრე ჩივაძე
მურთაზ ხურცილავა
რევაზ ძოძუაშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ქინქლაძე
ხვიჩა კვარსცხელია
ვიტალი დარასელია
შოთა არველაძე
ბორის პაიჭაძე
!!
26 იანვარი 2024 10:14
24
ანძა თუ იცი სად არის?
ilia-s
26 იანვარი 2024 16:21
4
ძახილის ნიშანს.
კვირკველია, მამა-შვილი მუჯირები და აბურჯანიაც შეგეყვანა ბარემ.
ILIA
26 იანვარი 2024 12:24
2
ყველა გამოხმაურება
შოთის მსგავსი თავდასხმელი არ ყავდა საქართველოს,ვაჭარ გუცაევს საერთოდ რა უნდა აქ..გიო ხომ მოვლენა ფეხბურთში ქინქლაძე…
gaguu-s
19 იანვარი 2022 13:53
70
გუცაევი სად წაიკითხე?? ლიჟბი ცუდი დაწეროთ და გიხარიათ..დედის ერთ ადგილს არ გაგინებ იმიტო რო გამოაქვეყნონ ეს კომი თორე გირსი ხარ მთელი ოჯახი აგიწიოკო,,სად ვის ადგილზე სვავ შოთას??რომელ ლეგენდას ჯობია შოთა მესხს,,მეტრეველს თუ პაიჭაძეს??თუ კალას გვარი რო წაიკითხე მაგიტო დაიბოღმე შე ნაც სექტის ერთ-ერთო ბოღმიანო ჭიაყელავ??
გელა
28 ივნისი 2022 12:10
8
ვაჭარი. აბა რა ექნა. 120 მანეთი ქონდა ხელფასი.
ასე აფასებდენ ქართველი კომუნისტები ფეხბურთელებს.
თურმე ერევნის არარატის მოთამაშეებს 3 ათასი მანეთი ქონდატ ხელფასი.
las
25 იანვარი 2024 12:20
4
დავით ყიფიანს ბორის პაიჭაძის ადგილზე გადავიყვანდი და ნახავარდაცვის ცენტრში მანუჩარ მაჩაიძეს მივუჩენდი ადგილს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფორვარდების თემას კითხვის ნიშნის გარეშე ვერ დავხურავდი: ვინ - სლავა მეტრეველი თუ მისი ღირსეული მემკვიდრე ვლადიმერ გუცაევი?
ამი
18 იანვარი 2022 15:06
3
ყველანაირი ქება და დითირამბები მემეტება მანუჩარ მაჩაიძის და ვოვა გუცაევისათვის,მაგრამ თუ მანუჩარი დიდი კაპიტანი იყო,პაიჭაძე დინამოს უდიდესი კაპიტანი და ფეხბურთელი იყო.ასევე ვლადიმერ გუცაევი,სლავა მეტრეველის ღირსეული მემკვიდრე იყო და არა მასზე ძლიერი.ყველაფერთან ერთად,საოცარი ინტელექტის ფეხბურთელი იყო,ცხონებული მეტრეველი.აქვე პაიჭაძის და სტრელცოვის შედარებასაც გამოვეხმაურები.არ მახსოვს ,არც შევსწრებივარ ბორის პაიჭაძის თამაშს,მამაჩემსაც კი,მხოლოდ მისი ბოლო წლების თამაში ჰქონდა ნანახი და უკვე ისეთი ვეღარ იყოვო,მაგრამ სტრელცოვზე რომ ვკითხულობ,მხეცი იყოვო,ან გენიოსი იყოვო,ქართველი ძველი გულშემატკივრები ამბობენ.მე ის ვიცი,რომ პელე პირველად რომ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი,იმ ჩემპიონატზე მას მოიაზრებდნენ საუკეთესი ფეხბურთელის კანდიდატად.თუმცა გამგზავრების წინადღეს დააპატიმრეს.უკვე ციხიდან გამოსულის თამაში მახსოვს დინამოსთან,როცა რამაზ ურუშაძემ,მისი დარტყმული პენალტი მოიგერია.მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ასე რომ დააფასებს რუსი ფეხბურთელის ოსტატობას,ეგ ბევრ რამეს ნიშნავს და რუსები პაიჭაძეს სტრელცოვის გვერდით, თუ რანგში რომ დააფასებენ,ეგეც.ისე ინტერნეტში მისი თამაშის ჩანაწერები საკმაოდაა და შეუძლებელია აღტაცებაში არ მოგიყვანოთ, მისმა თამაშმა.ბარემ ხარჯია და კახი ასათიანზეც მოგიყვებით ჩემ მოგონებებს.მე კახელი ვარ და მამაჩემი ძალიან ემოციური გულშემატკივარი იყო.ასე რომ ფეხბურთელი ყოველ მოქმედებას ემოციურად ეხმიანებოდა.ჰოდა კახი ასათიანზე მისი კომენტარები მახსენდება და ახლაც ღიმილი მადგება პირზე.გააკეთებდა კახი 60 მეტრიან პასს, ფეხზე დაასვავდა ადრესატს და მამაჩემიც;-კარგია ეს შობელძაღლი და რა გინდა.ასათიანს ბევრი სირბილი არ უყვარდა და;-ვირო!ვირო!ვირია ეს შობელძაღლი.არადა საოცრად უყვარდა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ულამაზესი ფეხბურთელი,რომელიც არანაკლების სილამაზის შედევრებს გვჩუქნიდა საფეხბურთო მოედანზე.სხვათა შორის ის თელავში იყო დაბადებული და გივი ჩოხელიც თელაველი იყო.ეს მათთვის,ვინც ფიქრობს,რომ ფეხბურთი კახელების საქმე არ არის.ნათლისღებას გილოცავთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ნათელში იყოს იმ დიდი ფეხბურთელების სულებიც,ამ ქვეყნად რომ აღარ არიან.
სოსო
19 იანვარი 2022 18:50
0
ერთი რასაც შევცვლიდი მეკარის პოზიციაა, მე მამარდას დავაყენებდი.
gogia
25 იანვარი 2024 21:00
14
Sodas!!!!!shen chmoionta liga nayurebi gak saertod an gazeti mainc tu gak canakitxi
Kutaisi
27 ოქტომბერი 2021 01:09
3
ჩვენს წინა კომენტატორს ალბათ მექანიკური შეცდომა მოუვიდა ფეხბურთის სტაჟის განსაზღვრაში. ჩემი საფეხბურთო სტაჟი უფრო მოკრძალებულია, სულ რაღაც 60 წელია. საქართველოს ფეხბურთის იმდენი ვარსკვლავი ჰყავს რამოდენიმე ნაკრებს ეყოფოდა, მე ჩემსას შემოგთავაზებთ: კარებში სერგო კოტრიკაძე, კი ბატონო კავაზაშვილი უფრო ცნობილი მეკარეა, მაგრამ დინამოში ორიოდე თამაში აქვს ჩატარებული და ამის შემდგომ ქართული ფეხბურთზე მხოლოდ აუგის თქმითაა ცნობილი, მიზეზზე აღარ შევჩერდები, ამიტომ სერგო კოტრიკაძე, მარცხენა მცველი კახა კალაძე, პირადა მე ამ ადგილზე უფრო ძლიერ მცველად ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი მიმაჩნია, მაგრამ კალაძის მოგებული ორი ჩემპიონთა ლიგა ურყევი არგუმენტია, დანარჩენი სამი მცველი შეუცვლელია ჩივაძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი. ყველაზე დიდი გასაჭირი ნახეცარდაცვის შერჩევაა, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდნენ ჟორა სიჭინავა, ვიტალი დარასელია, მანუჩარი, მაგრამ ჩემის აზრით: მარცხენა ნახევარმცველი კვარაცხელია, ცენტრში ყიფიანი, მარჯვნივ ქინქლაძე, ამ სამეულის გამჩერებელი მე მსოფლიოში არ მეგულება. თავდასხმა ულაპარაკოდ მესხი, პაიჭაძე, მეტრეველი. მთელი ცხოვრება გუცაევს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მეტრეველზე თვით ვოვა გუცაევიც დამეთანხმება, ცენტრში მართალია ამოვარდა შენგელია, შოთა არველაძე მაგრამ დინამოს სტადიონზე ხომ ყოფილხართ? ძეგლი თუ გინახავთ? ჰოდა რა ვქნა.., ამრიგად: კოტრიკაძე
ძოძუაშვილი ჩივაძე ხურცილავა კალაძე
ქინქლაძე ყიფიანი კვარაცხელია
მეტრეველი პაიჭაძე მესხი
დურუ
26 იანვარი 2024 16:41
2
მამარდაშვილი.
კალაძე. ჩივაძე. ხურცილავა. ძოძუაშვილი
კვარაცხელია. ყიფიანი. ქინქლაძე
მესხი. პაიჭაძე. მეტრეველი
თამაზი
26 იანვარი 2024 17:38
7
თუკი კვარა ნაკრებს ევროპაზე გაიყვანს და იქაც კარგ პერფონმანსებს დადგამს მხოლოდ მაგ შემთხვევაში ამოაგდებს მესხს ან მეტრეველს და მამარდას უფრო მეტი შანსი აქვს მოხვდეს საუკეთესო 11- ჯავახიშვილი არც იყო დასაყენებელი მასე კოტრიკაძე გაბელია ძიაპშპაც გოგიაც თავისუფლად შეიძლებოდა დაგვესახელებინა
კახა
25 იანვარი 2024 22:02
12
ეს ქართული კი არა საბჭოთა ჩაონათვალია, ერთი გამონაკლისის, კალაძის გარდა!
Jango
18 იანვარი 2022 17:18
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული