ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
Კავაზაშვილი ასეთი ტიტულოვანი და ძლიერი იყო? Ნუ თამაშით ვამბობ იყო თქო თორემ ეხლაც არის. Ძალიან არ მომწონს როგორც ქართველი კაცი მაგრამ ცუდსაც არაფერს ვუსურვებ.
Ნიკა
18 იანვარი 2022 18:51
3
კავაზაშვილი არც ქართველია და საქართველოშიც თითქმის არ უთამაშია.დინამოში მის დროს,სერგო კოტრიკაძე იყო,რომელსაც ვერ სჯობდა,ამიტომ წავიდა რუსეთში და აქეთკენ კარგი თვალით, აღარასოდეს გამოუხედია.მაგარი მეკარე იყო,ვერ დავუკარგავ,მაგრამ საქართველოს სიმბოლური ნაკრები,მისთვის არამია.
სოსო
25 იანვარი 2024 11:22
3
ფაჩულიას ორი ჩემპიონის ბეჭედი აქვს მაგრამ რა, ქორქიებზე, საკანდელიძეზე, პწიცაზე მაგარია?
ტიტულებიი...
25 იანვარი 2024 18:37
4
ქორქიას კი ბატონო მარა საკანდელიძეს როგორ უნდა შეადარო ზაზა? ერთი ცენტრია მეორე გამთამაშებელი.დდდდდდ
სოსო
25 იანვარი 2024 19:58
3
ეს ის შემთხვევაა პირველი ნომრის დანახვისთანავე,რომ დალაგებულ-მოფიქრებული სიტყვები წამოსცდებოდა უმრავლესობას...
გოჩა
25 იანვარი 2024 13:14
2
საქართველოს იმდენი ვარსკვლავი ჰყავდა,ალბათ 33 საუკეთესო რომ შეგვერჩია,იქაც გავიჭირდებოდა ყველას ჩატევა,მაგრამ ღოღობერიძის გარეშე,მაინც ძალიან მიჭირს,საუკეთესო 11 წარმოდგენა.ვერავისზე ვიტყვი,ეს ღირსი არ არისო,მაგრამ მაინც.თემურ სტეფანიას რომ დასცლოდა,დარწმუნებული ვარ,მეკარეებში მთავარი კანდიდატი,ისიც გახდებოდა და კიდევ ილია რუხაძის მიერ დინამოში ჩატარებული სულ რაღაც 4 თამაში,მთელ საქართველოს არწმუნებდა,რომ უდიდესი ტალანტი იყო და საბედისწერო ტრავმამ, მისი კარიერა ნაადრევად დაასრულა.ვფიქრობ ის,ალექსანდრე ჩივაძის მასშტაბის ტალანტი იყო.
სოსო
18 იანვარი 2022 15:42
2
კავაზაშვილს თუ კოტრიკაძით შევცვლით, ხოლო სულაქველიძეს მაჩაიძით, ჩემი სუბიექტური აზრით უმჯობესი იქნება.
ვაჟა მასწავლებელი
03 დეკემბერი 2021 00:50
10
კავაზაშვილი დიდი მეკარე იყო. 70ში მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში საუკეთესოდ დაასახელებდნენ, ის კურიოზული გოლი რომ არა ურუგვაისთან. მსაჯის შეცდომით. კარგი ნაკრებია. მესხი მეტრეველი, ყიფიანი , ჩივაძე ,ხურცილავა უდავოა.
ჯუჯი
27 ოქტომბერი 2021 08:01
0
გუცაევი!!!!!
სადაა გუცაევი
27 ოქტომბერი 2021 11:53
4
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
27 ოქტომბერი 2021 02:11
15
მეკარის და სულაქველიძის შეცვლა შეიძლება. დანარჩენი მართლა შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ.
gio
26 ოქტომბერი 2021 20:55
24
ვააა კოტრიკაძეც ვერააა? ვის კითხეს?
აზრი
26 ოქტომბერი 2021 16:03
4
ისევ დაიწყო?
ამ სიაში ანზორ კავაზაშვილის ადგილზე სერგო კოტრიკაძე უნდა იყოს (არ დაივიწყოთ კიევში ერთ თამაშში აღებული 2 პენალტი და სსრკ 1962-1963 წ საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი იყო. ანზორა მერე ათამაშდა როცა სერგომ მხედველობის რაღაც პრობლემის გამო, 1965 წლიდან პრაქტიკულად თავი დაანება დიდ ფეხბურთს) ხოლო თენგიზ სულაქველიძის მაგივრად - კახი ასათიანი (რომელსაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა სერ ალფ რამსეიმ ფეხბურთის პრინცი უწოდა იმ დროს როცა ფეხბურთის მეფეს დიდებულ პელეს უწოდებდნენ). უკაცრავად, მაგრამ კახას საკითხში ზოგიერთს "ინდაურის მეხსიერება ქონია". ასევე ჟორა სიჭინავა უნიკალური საერთაშორისო დონის განუმეორებელი ფეხბურთელი იყო და ეს ინგლისში 1966წ მსოფლიომ ნახა.
ისე თუ გინდათ გააკეთეთ 33 საუკეთესოს სია, მაგრამ მესხი, მეტრეველი, პაიჭაძე, ყიფიანი, სიჭინავა, ხურცილავა, ჩივაძე, ასათიანი, ხინჩაგაშვილი, ძოძუაშვილი, კოტრიკაძე - უალტერნატივო განუმეორებლები - ანუ 1 ნომრები;
გუცაევი, შენგელია, არველაძე, ჭკუასელი, ბარქაია, მანუჩარა, სულაქველიძე, დარასელია, კალაძე, ჩოხელი, კავაზაშვილი - უმაღლესი საერთაშორისო დონისანი - იყვნენ, ანუ მე 2 ნომრები;
ხოლო ურუშაძე, დათუნაშვილი, კალოევი, ქეცბაია, კეტაშვილი, კობიაშვილი, კუტივაძე, ქინქლაძე, ცაავა, უმცროსი მიშა მესხი, ნოდია - მე-3 ნომრები (მათზე უარს არავინ იტყოდა).
ვაჟა მასწავლებელი
26 იანვარი 2024 03:31
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული