ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
უნდა გვესმოდეს, რომ აღიარებული და საყვარელი ფეხბურთელების სია მნიშვნელოვნად განსხვავდება მართლა ძლიერი ფეხბურთელების სიისგან.
ქ. გ.
27 ოქტომბერი 2021 12:40
4
მეკარე არ გამიგია. გაბელიაზე უკეთესი იყო?
მეკარე??
26 ოქტომბერი 2021 16:49
10
არა, უბრალოდ რუსოფილია
ziz
26 ოქტომბერი 2021 18:22
7
და ალბათ მაინც ვერაფერს ვერ მოვიგებდით :D
:D :D
26 ოქტომბერი 2021 14:41
22
13 მაისი 1981 წელი. გაიკითხე თუ არ იცი.
SL
26 ოქტომბერი 2021 16:35
2
მე არ ვიცი ვის მოუვიდა თავში კავაზაშვილის კარში ჩაყენება, სერგოზე ორიგინალური და ლამაზი ნახტომის მეკარე სსრ კავშირს და თვით ევროპასაც არ ყოლია. სავეტსკი სპორტში პირადად მაქვს წაკითხული იაშინის შეფასება სერგოზე და ზუსტად ამ სიტყებით ამბობს: "მას ბურთის მიღების განუმეორებელი მანერა აქვს, რომელიც ძალიან მოსწონს მაყურებელს".
ჟორა
28 იანვარი 2024 20:42
1
საბედნიეროდ იმდენი მაღალი კლასის ფეხბურთელი კი გვყავდა რომ 11 და მეტი ნამდვილად გამოვა. არიან ლეგენდები რომლებიც უბრალოდ შეუცვლელებია (ყიფიანი. ჩივაძე, გუცაევი, შენგელია). ძირითადად 81 წლის დინამოს თაობა.
ქომაგი
26 იანვარი 2024 08:52
1
მესხი, ყიფიანი, გუცაევი.
შესანიშნავი სამეული.
25 იანვარი 2024 18:14
2
ბორის პაიჭაძე მაგარი იყო, მაგრამ მაგის სათამაშო სად იყო 80 იანებში.

რამაზ შენგელია დაბადებული ცენტრალური თავდამსხმელი იყო, მეათე შენგელია უნდა იყოს
ბენიამიძე
30 ოქტომბერი 2021 14:23
11
რომელი ფეხბურთელის ვიდეობს უყურებთ ყველაზე ხშირად? მე რომ მომენატრება ლამაზი ფეხბურთი, ქინქლაძის ვიდეობს ვეძებ. ქინქლაძე იყო ხელოვანი. მაგრამ როგორც სპორტსმენი არ იყო ყველაზე ძლიერი. ასეთები ბევრია. გამიბრაზდებით, მაგრამ ყიფიანის დროს სულაქველიძე მიათრევდა გუნდს ჩივაძესთან ერთად.
ქ. გ.
27 ოქტომბერი 2021 01:08
16
რეზო ძოძუაშვილი მარცხენა ფრთაძე თამაშობდა. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო. თქვენ მის ადგილზე ვაიფეხბურთელი კალაძე დაასახელეთ. საუკეთესოთა შორის დაასახელეთ კალაძე, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა! კაცს,, რომელზედაც შევჩენკომ პირველად ის მილანში რომ ნახა, თქვა: ამას აქ რა უნდაო?
- მარჯვენა ფრთაზე, ანუ ორ ნომერზე თამაზ კოსტავა იყო შეუდარებელი. საუკეთესოთა შორის არ ასახელებთ არველაძეს, ქეცბაიას, ქინქლაძეს და ასახელებთ კალე კალაძეს (კალე შემთხვევით არ მიწოდებია), ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთი პირფერობის?
Shoda
27 ოქტომბერი 2021 00:35
49
სამწუხაროდ, Shoda ფეხბურთში ისე ერკვევა, როგორც მე, ჩინურ გრამატიკაში. ძოძუაშვილი, ნამდვილად მარჯვენა მცველი იყო და მთელი კარიერის მანძილზე, სულ ამ პოზიციაზე თამაშობდა (კოსტავაც ნამდვილად მშვენიერი მარჯვენა მცველი იყო). რაც შეეხება კალაძის მილანში თამაშს, იგი ძირითადის მოთამაშე იყო და სათადარიგო სკამს არასდროს "ხეხავდა". სამწუხაროდ, პოლიტიკის ფეხბურთში ჩანერგვის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ესღა გვაკლდა - ქართული კლუბები ან ნაკრების წევრები ერთმანეთს პოლიტიკის ნიადაგზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ზოგიერთი უწესო, ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანი, ამის მცდელობას ამჟღავნებს.
ფეოლა
27 ოქტომბერი 2021 01:20
6
რევაზ ძოძუაშვილი იყო... კლასიკური #2. მარცხენა მცველი. კახა კალაძე კი, კლასიკური #5. მარჯვენა მცველი.
tngh
27 ოქტომბერი 2021 15:03
14
ყველა გამოხმაურება
გაბელია, კოსტავა,ხურცილავა,ჩივაძე,კალაძე,ღოღობერიძე,ყიფიანი,ქინქლაძე,დარასელია,გუცაევი,პაიჭაძე,შენგელია
გრიგოლი
26 ოქტომბერი 2021 16:46
28

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული