ანანიძე "დინამოსა" და ცხადაძეზე გაბრაზებულია - "არ გამოირჩევიან საფეხბურთო ცოდნით"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, ჯანო ანანიძემ "ინსტაგრამით" განცხადება გაავრცელა:

"საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, ჩემი გულშემატკივრებისათვის მეთქვა "დინამოდან" წამოსვლის მიზეზებსა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, "დინამოდან" ჩემი წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა. ეს არის მცდარი ინფორმაცია და მინდა ჩემმა გულშემატკივრებმა სიმართლე იცოდნენ.

ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად, ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადად საუბრისას.

ჩემთვის გასაკვირი ის იყო,
რომ დამირეკა "დინამოს" ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და მით უმეტეს, არც მთავარი მწვრთნელისგან არ ვიმსახურებდი ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მის ნათქვამს  ჩემთვის გაცილებით მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის სხვა ნებისმიერი ხელმძღვანელისა.

მოკლედ, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია და სწორედ ამიტომ, "დინამოს" მიმართ ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეკრებაზე ჩემივე ხარჯით წავსულიყავი, სადაც საწვრთნელ პროცესში ყველაფერს ჩავდებდი. თუკი ამის შემდეგ არ შემექმნებოდა მუხლის ან რაიმე სხვა ტრავმით გამოწვეული პრობლემა და შესაბამისად, დავიბრუნებდი ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაშინ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე. თუმცა განხორციელებულ სატელეფონო ზარში სულ სხვა პასუხი მივიღე.

ასე რომ, საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება, მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბის ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებითა და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბს და მით უმეტეს, ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს.

სამწუხაროა, რომ ქართული კლუბის მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ნათლად მეტყველებს შედეგები. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, ამ განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს, ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებით, საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება."

altanorthosis24: ანანიძე ვერც "დინამოში" "გაცოცხლდა"

მკითხველის კომენტარები / 25 /
ამის ფეხების ამბავი ყველამ ვიცით, მაგრამ თუ გადაწყვეტილია ფეხბურთელის გაშვება და ამ ფეხბურთელს არ მიუძღვის წვლილი დანაშაულებებში, თამაშის გაყიდვაში, ან უდისციპლინობაში და ა.შ., მაშინ რა პრობლემა ადამიანს წესიერად გამოემშვიდობო?? ცხოვრება ხო გრძელდება მაგ კონტრაქტის შემდეგაც, რატომ უნდა გაიფუჭო ადამიანური ურთიერთობა იმის გამო რო კაცს ფეხი ტკივა. / თან მითუმეტეს თავის ხარჯებით თუ მიდიოდა შეკრებაზე. შეიძლება გუნდს თავის გეგმები აქ და იქ ზედმეტი იყო, მაგრამ აქაც უბრალოდ დალაპარაკება ჯობს და არა ასეთი გულგრილობა.//. რაც არუნდა იყოს , ტრამვიანია თუ ვერ შედგა მაგის ვარსკვლავური კარიერა, როცა ჯანზე იყო ნაკრებში გულს და სულს დებდა და ცოტა მეტი პატივისცემა რო გამოეჩინათ კარგი იქნებოდა.
Vasili
22:18 02-12-2021
0
მე ეს ბიჭი მახსოვს და კიდე მაქ იმედი რო ჩადგება ფორმაში. რაც შეეხება მის პოსტს ყველაფერი სწორი თქვა. ეთქვა მწვრთნელს ან პრეზიდენტს .
ბოკინიო
22:40 02-12-2021
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული