უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია.
ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩზეც იმუშავა. 25 ნოემბერს გოგა კიკაჩეიშვილმა, დავით გაბისონიამ, გიორგი ელიაშვილმა და ირაკლი კვირიკაშვილმა ალმათიში "კაირათისა" და "ბაზელის" მატჩი განსაჯეს.
GFF.GE