ქართველი მსაჯები უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე

AutoSharing Option
9 დეკემბერს უეფას ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ადგილობრივი "პარტიზანი" ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ფამაგუსტის "ანორთოსისს" უმასპინძლებს.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია.

ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩზეც იმუშავა. 25 ნოემბერს გოგა კიკაჩეიშვილმა, დავით გაბისონიამ, გიორგი ელიაშვილმა და ირაკლი კვირიკაშვილმა ალმათიში "კაირათისა" და "ბაზელის" მატჩი განსაჯეს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული