ქართველი არბიტრი გარდაიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი გამოცდილი მსაჯის, მალხაზ ბეუქლიშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი მალხაზი წლების მანძილზე ეროვნული კატეგორიის არბიტრის რანგში წარმოადგენდა ქალაქ ყვარელს და ეროვნულ ლიგაში 128, ხოლო საქართველოს თასზე 42 მატჩი იმსაჯა. ბოლო პერიოდში კი ის მსაჯთა დამკვირვებლად მუშაობდა.

ასევე შეუფასებელია მისი ღვაწლი სამოყვარულო ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

ბატონი მალხაზის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათელში ამყოფოს უფალმა.
შალვა 73
20:56 15-12-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული