ევრო 2022 – მორიგი ქამბექი და საქართველოს ნაკრები მიზანთან ახლოსაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე
თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის, რასაც ქვია ბრძოლის ხარჯზე და თავდადების ხარჯზე ვაჯობეთ. ძალიან მიხარია რომ ნატურალიზებული ბრაზილიელები ესე გვეხმარებიან ისტორიული შედეგის დადებაში. ამ სპორტში არგენტინის გარდა მგონი ყველას ჰყავს ლეგიონერები ბრაზილიელები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩემთვის მთავარია ის ბრაზილიელი გავიდეს მოედანზე და საქართველოს ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯოს, წარმოშობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს როცა ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია და მოედანზე იბრძვი.
zaza
26 იანვარი 2022 22:24
2
თამაშს თუ უყურე საერთოდ? ბოსნიის შემადგენლობაში კიარა განაცხადში ნახე ლეგიონერი?
ქართველი
26 იანვარი 2022 22:37
7
ელისანდრო კარგად ჰყავდათ შესწავლილი და ტრამვამდეც ფეხს არ ანძრევინებდნენ და დღეს დიდათ არც დაგვკლებია, თუმც დიდი ძალაა ჩვენთვის და იმედია მოთხედფინალებისთვის დაბრუნდება. მადლონა ბიჭებს და ასათიანს.
რრრ
26 იანვარი 2022 22:27
1
გილოცავთ ბიჭებო, წარმატებები შემდეგ თამაშებში.
გია პაპა
26 იანვარი 2022 22:21
1
ბრავო❤️
EA7
26 იანვარი 2022 22:27
1
თქვენ გაიხარეთ ჩვენო მებრძოლებო!!!....წარმატებები და კვლავაც წარმატებები!!!...
კობა
26 იანვარი 2022 22:26
1
გილოცაავთ! წინა თამაშზე არ დავწერე ეს და ეხლა მინდა ჩემი აზრი ვთქვა. ეს არის სწორი მენეჯმენტის შედეგი. ასათიანი ამ გუნდს აწყობს რამდენი წლია. ეტყობა გუნდში კარგი არმოსფეროა და ყველა ყველას მეგობარია. რაც შეეხება ბრაზილიებს გულით თამაშობენ და მჯერა რო ესმით ნაკრების მაისურის ფასი. მწვრთვნელი სწორად ასვენებდა ლიდერებს. ქართველი ფეხბურთელები კარგად შემოდიოდნენ. მეკარემ ხო სასწაულები ატარა. ფიზიკა სწორი რაც ქართველების აქილევსის ქუსლია. იმედია სხვებიც დაინახავენ რო სწორი მენეჯმენტით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ახალი ფორმა დიდად არ მომწონს:)) მაგრამ იმედია ამ ფორმით დიდი ნაკრებიც მოიგებს ერთა ლიგას:)
ბოკინიო
26 იანვარი 2022 23:04
2
მადლობა ბიჭებს,გაიხარეთ.სხვათაშორის ესპანეთის არწაგების შემთხვევაში გასულები ვართ
კინგი
26 იანვარი 2022 22:31
0
აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2
გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!
buba
27 იანვარი 2022 01:27
2
ყოჩაღ ბიჭებო, კუპატაძე ნახევარი გუნდია. გილოცავთ და წარმატება 1/4 ფინალში.
G.LA
26 იანვარი 2022 22:42
3
ყოჩაღ გილოცავთ.
status quo
26 იანვარი 2022 22:37
0

სიახლეები პოპულარული