შოთას პირველი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია - ვინ მიჰყავს არველაძეს "ჰალში" და როდის წარადგენენ მას

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი
იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 33 /
კვარაცხელია დაიმატე შოთი კვარაცხელიაააა!!!
Laozy2
28 იანვარი 2022 15:36
0
აბა გაჩითულა რევაზიჩი ინგლისში
Zaza
28 იანვარი 2022 07:39
1
პირველ რიგში ვუსურვოთ წარმატებები.თუ გვინდა,რომ მისმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღოს ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. მაგალითად შევთავაზოთ ჩვენი ფეხბურთელები იმაზე იაფად,რაც ღირს სინამდვილეში.ამით კლუბის მესვეურებთან ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცე ექნება,დანარჩენი ფეხბურთელებიც მეტ ხათრში და პატივისცემაში იქნებიან მწვრთნელის მიმართ და იმ ქართველი მიმართ ვინც მათ გვერდში ითამაშებს.
ilia
27 იანვარი 2022 19:21
0
ეხხხ, სამწუხაროდ მგონი ისედაც ყველაზე იაფი ა
ქართველი ფეხბურთელები ღირს და კიდე დაუკლოთ? ;) წარმატებები შოთი, გვიყვარხარ და გვეიმედები
პ.ს. მადლობა გახარიას რომ არ გაყევი
***
28 იანვარი 2022 13:12
0
ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი - აქა.

და ყველა ცხოვრობდა დიდხანს და ბედნიერად )))
nk
27 იანვარი 2022 21:27
0
ვისაც გახსოვთ ბენიტესის ლივერპული, ისიც გემახსოვრებათ, რომ ბევრი ესპანელი წაიყვანა მაშინ გუნდში. სულაც არ იქნება გასაკვირი თუ წაიყვანს ქართველებს. მაგრამ რათამაუნდა კვარაცხელიას გარდა. ნახევარი საქართველო რომ ეძახით კვარაცხელია წაიყვანეო, ეგ ბიჭი ბევრად მაღალი დონეა, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის მეორე ლიგის გუნდი და აუცილებლად გაიყიდება უკეთეს გუნდში ვიდრე ჰალია.
ასე რომ არავის შესახვეწნი და წასაყვანი არაფერი სჭირს კვარაცხელიას, მითუმეტეს არველაძის, რომელმაც მასზე ირონიულად ილაპარაკა და სიმეონესთან ნაჭორავები რაღაცეები მოგვიყვა.
Michael
27 იანვარი 2022 17:38
2
რადგან სიმართლე თქვა ეგ ირონიაა ? ცოტა ამბიციებს უნდა მივხედოთ
ირაკლი
28 იანვარი 2022 10:34
3
კარგია რეალი ,მანჩესტერი,მილანი და ა.შ, მაგრამ რეალურად ხომ უნდა შევხედოთ საკითხს, უკვე ჰალისაც იწუნებთ?
გელა67
27 იანვარი 2022 22:01
3
ყველა გამოხმაურება
რაღა დროს ბაბელია, თუ პენსიონერებს აგროვებს ბარემ საქართველოდან წაიყვანოს
მამუკა
27 იანვარი 2022 17:34
0
მაგარია, გილოცავ შოთი! ერთი ხუთი კაცი რო წაიყვანო და მოხოდო ნაკრებისთვის, ერთ სამს ისევ ქეცბაია წაიყვანს, სამი კაციც ბათუმიდან, ვაკო კორეიდან, პლიუს ხვიჩა და მაგარი ნაკრები გვეყოლება.
მომავალი ჩვენია
27 იანვარი 2022 16:20
4
შოთი წაიყვანს იმათ, ვინც ღირსი იქნება, თორემ ვერ ნახეთ, რაც გააკეთეს ქეცბას წაყვანილმა ბიჭებმა? მერე მეორე, ქართველები როგორც კი კარგ ტრანსფერს გაჩარხავენ, ეგრევე თამაშს ატოვებენ, ამისი უამრავი მაგალითი გვაქვს, ბოლოდროინდელი შენგელია და ნინუაა, იმის მაგივრად, რომ პირიქით, უფრო უკეთ ითამაშონ და უკეთეს გუნდში გადავიდნენ, თამაშს და პროგრესს საერთოდ ატოვებენ. შოტიმ ეს ჩვენზე უკეთ იცის. ჩაკვეს და კვარას თუ წაიყვანს, ძაან მაგარი იქნება, ჩემპიონშიფის ზედა ათეული დიდად არ განსხვავდება პრემიერლიგის ქვედა ათეულისგან. ნუ იბოღმებით და ნუ ილანძღებით, პირიქით, გიხაროდენ, რომ ასეთი გუნდი ქართველს ჩააბარეს.
27 იანვარი 2022 15:24
2
წარმტებები შოთის!!!
tngh
27 იანვარი 2022 15:24
1
რომ წერთ არ აქვ ამხელა ბიუჯეტი "ჰალს" რომ კვარა წაიყვანოსო-- მართლა მაინტერესებს რა გგონიათ? დღეისათვის კვრა იმდენი ღირს რომ ჰალსი ვერ შეიძენს? ან რაში სჭირდება შუა სეზონში რუსეთის ლიგის ერთერთ მაჩანჩალა გუნდში მოთამაშე შემტევი,რომელსაც სულ ერთი გოლი აქვს გატანილი მ/სეზონში......თუ კიდევ გჯერავ ზღაპრები ევროპის ტოპ კლუბების ინტერესებსა და 20-25 მილიონიან სატრასფერო ფასზე..
შულაია
27 იანვარი 2022 15:17
13
შენს კომენტარზე დავწერდი რომ შეხვდნენ ჰალი და რუბინი ერთმანეთს და ნახავდი რეალობას .
samtredski
28 იანვარი 2022 09:56
0
წიტაიშვილი , ლობჟანიძე და აზაროვი, მგონია რომ კარგი ვარიანტია
სტალინი
27 იანვარი 2022 15:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული