შოთას პირველი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია - ვინ მიჰყავს არველაძეს "ჰალში" და როდის წარადგენენ მას

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი
იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 33 /
აზაროვი მგონი კარგი იქნებოდა თან იაფი ღირს
???????????????
27 იანვარი 2022 15:00
2
ნორმალურ გუნდში მწვრთნელი წყვიტავს თუ ახალი ფეხბურთელია მისაყვანი ვინ მიიყვანოს. ეგრე წაიყვანა ვაისმა ჩვენი ბიჭები და ეგრე მიყავს ქეცბაიას ჩვენი ბიჭები.არველაძე არავის წაიყვანს,შეიძლება ვატო წაიყვანოს დანარჩენი არ აინტერესებს,როდის აინტერესებდა რო?
ზურა
27 იანვარი 2022 14:48
13
ამათ ჰალი პრემიერლიგაში ჰგონიათ. რა ხვიჩა და გოჩა წაიყვანე- ჰალი გაისადაც ჩემპიონშიფში იქნება(თუ წელს მაქედანაც არ გავარდა)
Levani
27 იანვარი 2022 14:45
0
ისე ცნობისთვის,მწვრთნელი ეუბნება გუნდის მფლობელს ვინ უნდა გუნდში,როდესაც ახალი ფეხბურთელია საჭირო.
ზურა
27 იანვარი 2022 14:43
0
ერთ ქართველს აუცილებლად წაიყვანს და ის იქნება საუკეთესო
შოკირებული გულშემატკივარი
27 იანვარი 2022 14:58
2
ვფიქრობ, თუკი ვინმეს წაყვანაზე იფიქრებენ შოთიც და "ჰალის" თურქი მფლობელიც, ეს თურქეთში ძალიან კარგად მოთამაშე საბა ლობჟანიძე იქნება. საბაც ამბობდა ინტერვიუში, რომ პრემიერლიგა მოწონს და თუკი პრემიერლიგაში აღზევებაში გუნდს დაეხმარება, მომავალი სეზონიდან თუ არა, იმის შემდეგი სეზონიდან მაინც პრემიერლიგაში ითამაშებს.
კირკიტა
27 იანვარი 2022 14:27
2
წაიყვანოსო, რომ იძახით, მიყავდა ქეცბაიას, ყველა უგუნდო და უპატრონო ქართველი მარა დაუფასა ვინმემ? აპოელებში და რუბინებში ცვლიდნენ როცა ოდნავ სულს მოითქვამდნენ.
ეეე
27 იანვარი 2022 14:25
1
რა ალაჰიარი ბიჯო ხვიჩა წაიყვანეთ
lex
27 იანვარი 2022 14:11
5
კვარაცხელიას ვერ წაიყვანს ძაანაც რომ უნდოდეს, დიდი ფასი ადევს და ჰალი ვერ გაწვდება. ჩაკვეტაძის წაყვანა არ ღირს დამიჯერეთ შოთისაც საქმეს გაუფუჭებს იმდენად დატანჯა ეგ ბიჭი ტრავმებმა რომ მისი სიტუაციიდან გამოსვლა ურთულესია. ერთადერთი ქართველი დღესდღეობით ვისზეც ვფიქრობ რომ შოთამ უნდა წაიყვანოს ჰალში არის აზაროვი. აი შოთას ადგილზე არც დავფიქრდებოდი ისე წავიყვანდი. 19 წლისარი, მაგარი ტექნიკაც აქვს ჟილკაც და ტემპში აყოლაც მაგრა შეუძლია, ფიზიკაში უნდა მოუმატოს და მაგასაც იზამს, ფასიც ძაან დიდი არააქვს, თუ კარგად წარმართავენ საუბრებს 1 მილიონად ან მილიონ 200-300 ათასად შეიძლება წაიყვანონ. მილიონიც თუარაქვთ ტრანსფერისთვის მაშინ რავიცი ძაან დარხევია ჰალს. აზაროვს სჭირდება ჰალლი წყალივით და ღრმად მწამს ჰალსაც მაგრად გამოადგება.
ქართველი
27 იანვარი 2022 13:56
1
ანკიდე როგორ წაიყვანონ წელიწადია არ უთამაშია გადაწვეს ხვიჩაც და ჩაკვეტაძეც. ხალხნო საქართველოში საშინელება ხდება თუნდაც აიღეთ top 8 ჰალკი ეხუმრებით მის ძალას და შედეგებს მაგრამ არაწყობთ ეგ პიროვნება და არაპიარებნე. ტალახაძესაც ასანიძე როარ ყავდეს იცოდეთ მაგასაც დაჩაგრიდნენ
გულდაწყვეტილი
27 იანვარი 2022 13:03
7
ჩაკვეტაძე და კვარაცხელიაც ჩვენ გადავწვით?
ვერგავიგე
27 იანვარი 2022 14:45
1
ხალხო!მწვრთნელია ეს კაცი და არა გუნდის მფლობელი!რას ჰქვია მოკიდე ხელი და წაიყვანე:D წაიყვანოს აგენტმა სხვა გუნდში რეალი და ბარსელონაო რო იძახდა ახლა ჰალი გვინდა ხო?ეს კაცი იქ სამუშაოდ მიდის სხვის გუნდში და კარიერის ასაწყობად ძლივს სადღაც მოხვდა და ახლა ქართული მაფია მიათრიოს მანდ მეტი საქმე არ აქვს :DDDDD ჩაკვეტაძეს თუ თამაში უნდა ითამაშოს იქ სადაც საჭიროა და იგივე ეხება კავარცხელიასაც თუ რამე უნდათ ჯერ კლუბებში დაამტკიცონ და აგენტებიც გამოიცვალონ ისწავლონ დამოუკიდებლად საქმის შესრულება და მიზნის მიღწევა!შვილი მომიწყეს ბაზარი უნდა მოვიშალოთ ქართველებმა )))
აბგდ
27 იანვარი 2022 13:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული