"ჰალმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ კლუბის მწვრთნელი ქართველი შოთა არველაძე გახდა.
კლუბმა ჩვენებურს 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. "ვეფხვების" საიტმა ჩვენებურის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც შოთას განვლილი საფეხბურთო და სამწვრთნელო საქმიანობაა მიმოხილული.
საიტი აღნიშნავს, რომ არველაძე 61 მატჩში გატანილი 26 გოლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ შოთა ბოლოს ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნიდა.
შენ შეგიძლია.
ახლა როგორც მწვრთნელმა გაგვახარე!
ღმერთმა წარმატებები მოგცეს
ძალიან გვიხარია და დიდ წარმატებებს ველით! გაახარე საქართველო!!!