ევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკვე გასული იყო 1/4 ფინალში და ის უნდა გარკვეულიყო, შეძლებდა თუ არა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.

უპირატესობას თავიდანვე მეტოქე დაეუფლა, რომლის ლიდერ ლოსანოს მეკარე კუპატაძემ სამჯერ არ დაანება გატანა, მე-12 წუთზე კი ბორხამ ესპანეთი დააწინაურა. მე-16 წუთზე მე-6 ჯარიმისათვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა და ლოსანომ მეორე გოლი გაგვიტანა. შემდეგ სწრაფი კონტრშეტევისას ორტისი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენმა გოლკიპერმა გვიხსნა. თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე 11 წამით ადრე
ჩინომ მაინც გაიტანა - 0:3 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

ტრავმირებული კუპატაძე მეორე ტაიმში ბუკიამ შეცვალა, მწვრთნელმა ასათიანმა გუნდის ლიდერებს დასვენების საშულება მისცა და საბოლოოდ 0:8 წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში, რომელიც 1-ელ თებერვალს ამსტერდამში ჩატარდება, С ჯგუფის გამარჯვებულ რუსეთს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 39 /
გილოცვავთ ბიჭებო. თქვენ ისტორია დაწერეთ. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი ვინც იძახით, რომ უშანსოთ წააგენო, აბა ესპანეთთან ნეტა რას ელოდით!? მთავარია ხალხი ბოლომდე იბრძვის. აი ნახავთ რუსეთთან რა შედეგი დადვან ბიჭებმა. კიდევ ერთხელ წარმატებები ავთოს და მის კოლექტივს.
თემური
30 იანვარი 2022 10:16
2
რატომ წერს ქართველი იმას,რასაც წერს.ისტორიაში პირველად გავიდა ეს მშრომელი ხალში ფინალურ ეტაპზე.2 მოიგო,1 წააგო.1/4 ფინალში გავიდა.სამივე უნდა წაეგოთ და არაფერს იტყოდნენ მაშინ.ქართველი " ქომაგისთვის " კარგი თუ გინდა,არ უნდა მოიგო და გაახარო.ასეა ეს
არქიფოებს
30 იანვარი 2022 09:57
1
არაუშავს ბიჭები,მაინც ძალიან მაგრები ხართ.რა,დებიუტანტის კვალობაზე ჯგუფში რო ჩარჩენილიყო ჩვენი ნაკრები ტრაგედია იქნებოდა?? ეხლა ჯგუფიდან გავედით და რა კომენტარებია?? ყველაზე მაგრები- საქართველოს ნაკრები,გენაცვალეთ ბიჭებო
ჯიჯი
30 იანვარი 2022 09:12
0
რა პრეტენზია გაქვთ აქ კრიტიკოსებს, ვინმემ თუ იცით საქართველოს ფუტზალის გუნდები ან ჩემპიონი, როდისმე თუ ყოფილა რომელიმე ჩვენთაგანი ჩემპიონატის თამაშებზე? ხო კაია ასე, ვიღაცეები წვალობენ და ჩვენი ნაკრები ევროპაზე მოგვართცეს. ჩვენ კი დიდი ანგარიშით მთავარ ფავორიტთან წაგების მერე უმადურობას ვიჩენთ. მე კი ამ 0-8 შემდეგ, ჩემთვის გავიფიქრე. ნეტავ ჩვენი პირცელი ნაკრებიც ევროპაზე მოხვედრილიყო და იქ უკვე ჯგუფიდან გასვლის დაბევების შემდეგ ბოლო არაფრის გადამწყვეტი თამაში თუნდაც იგივე ესპანეთთან ასევე წაეგო. აი იქ სადაც ყველა ჩვენგანმა ამდენი ნერვები, ემოცია, გულშემატკივრობა და ბევრმა მისთვის მნიშვნელოვანი თანხით ბილეთებს ყიდულობს, იქაც ბევრი ძალიან კმაყოფილები დავრჩებოდით. ეს სახეობა ფოტზალი ჩვენთვის საკმაოდ ახალიც არის და ჯერ ჯერობით ალალად ვიტყვი უინტერესოც, რადგან ბევრი ჩვენგანი არასოდეს ვყოფილვართ ფუტზალის ჩემპიონატის და ალბათ ნაკრების თამაშებზეც. უმადურები ნუ ვიქნებით და მადლობა უთხრათ ბიჭებს იქ მოხვედრისათვის და მერე კიდევ ჯგუფიდან გასვლისათვის.
პ.ს. ზოგიერთებს კი გეტყვით იმის საპასუხოდ რასაც ხშირად ბრაზილიელების ყოლაზე წერთ აქ ჩვენ ნაკრებზე. გავმეოერდები რომ ეს ახალი სპორტია ჩვენთვის და იმათვისაც ვისთვისაც ეს ახალია არ არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი და სხვა ყველას ყავთ ბრაზილიელები ან სხვები. პერველ ნაკრებებს მოგაგონებთ ახლა თუ მახსოვრობა ცუდი გაქვთ ან ხამათ ხართ ფეხბურთში გაცნობიერებულნი. საფრანგეთის ნაკრების ძიტითადში ხან 2 ფეხბურთელი ხვდება ფრანგი. ინგლისი, გერმანია, იტალია, ბელგია, შვეიცარია, რუსეთი, აზრებაიჯანი, ჰოლანდია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება ვისაც ყავთ მოქალაქეობა მიღებულები. ასე რომ დაცხრით და დაწყნარდით ნუღარ წერთ იდიოტობას. პირიქით პირველ ნაკტებშიც საჭიროა იგივე ფლამარინიოს მივცეთ შანცი და იქნებ სხვაც გამოჩდეს ვინმე, რომ გაგვაძლიეროს.ასე ბრაზილიელებზე შეიძლება მხოლოდ ჩვენი მტრები წერენ, ვისაც უნდათ ჩვენ კომპლექსები გაგვიჩინოს. მათ გასაგონად ვიტყვი რომ მათი ალანია ვერასოდეს ვერ გახდებოდა რუსეთის ჩემპიონი რომ არა ქართველები, რომლებიც ნახევარი გუნდი იყვენენ მაშინ. ამიტომ დააყენეთ ეგ ერთი ადგილი.
G.LA
30 იანვარი 2022 08:49
1
ყოჩაღ ესე გააგრძელეთ კარგია
aleko
30 იანვარი 2022 03:57
4
ბრაზილიის სათადარიგო ფუტსალის ნაკრები გაძლიერებული ქართველი ფუტსალელებით ესპანეთთან 0:8 დამარცხდა.
ქ. გ.
30 იანვარი 2022 03:15
14
ამით რის თქმა გინდა? თუ გგონია, რომ სხვა გუნდებში სულ ეთნიკურად ადგილობრივები თამაშობენ? გაეცანი და მერე წერე. ბოღმა!
!!!
30 იანვარი 2022 11:17
0
ხო რა იყოთ? დაასვენა ბიჭები დაორი კაპიკი გააკეტეს ტოტალიზატორში...
ზურა
30 იანვარი 2022 02:39
10
ეჰეჰეიიი ადმიიინ რათა შლი უკვე გამოქვეყნებულ კომენტარებსა? მაგწონს ცენზორობაი თუ რასა იქმ? საშლელი და საფხეკი ბევრი გაწმთ მანდა> რედაქციაში? ჰაა? ხომ არ გაგითავდათ რამე? ონლაინ ხომ არ შავუკვეთო და გამაგიზავნოთ კურიერითა? ეჰჰ ადმინ ადმინ, აი ამიტომაც არ გვეშველება ქართბელებსა, რომ სხვის აზრსა და სიტყვასა ვერ ვიტანთ, - თქვენა კიდევა ფეხბურთის წაგებაი გაკვირვებთ, და ცენზორამაი აქაი რომ ყვავის, ის არა გაწუხებთ?
მართლისმთქმელი
30 იანვარი 2022 01:52
2
ქართული განწყობა ჩანდაო წინა თამშზე რო დაიწყეთ, ესაა ქართული ზუსტად, როგორც წააგეთ, არაა იმხელა კლასის ესპანთი რო ეგრე დაგახიოთ ბურთი
giga
30 იანვარი 2022 01:49
3
რამდენიმე დღის წინ დავწერე, ესპანეთი, პორტუგალია და რუსეთი სწრაფად გადადის დაცვიდან შეტევაში და პირიქით. სწრაფი კონტრშეტევა მათი სტილია. შენც უნდა გადაეწყო, თუ სწრაფი და მობილური ფეხბურთი არ ეთამაშე, წააგებ. შეიძლება ათჯერ მოიგერიო, მაგრამ მეთერთმეტეჯერ მაინც შეგიგდებენ. ამიტომ, ბოლო ორი ფეხბურთელი ყოველთვის დაზღვევაზე უნდა თამაშობდეს და მეტოქეზე ადრე ჩამოდიოდნენ უკან. პირველი გოლი ასე გავუშვით, სწრაფ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს. მეორე, ბევრი ჯარიმა ავიკიდეთ და პენალტით გაგვიტანეს. შემდეგ სწორად მოიქცა მწვრთნელი, რომ ლიდერები დაასვენა.
რაც წავიკითხე და გავიგე ჩვენი ბიჭების სავარჯიშო პირობებზე, ძაან გულდასაწყვეტია. მართლაც გმირები არიან და ნუ ვლანძღავთ, პატივივი უნდა ვცეთ.
როდემდე უნდა ვიყოთ ასე ღატაკები და მათხოვრები?
თენგაბი
30 იანვარი 2022 01:31
0

სიახლეები პოპულარული