მატჩის დღე! რუსებთან კიდევ ერთი სასწაულის იმედად...

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:8) მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად რუსეთის უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდებოდით.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.

რუსეთის ნაკრები

რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე
სახიფათო მოთამაშე არტემ ანტოშკინია, რომელიც 5 გოლით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.

დარჩენილი გზა

თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.

altავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

altევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება



მკითხველის კომენტარები / 21 /
ესპანელებს, თურმე მე-9 გოლის გატანაც ძალიან უნდოდათ, მაგრამ ჩააფურთხონ აგერ ა . . . . . ! ! !
დ.დ.
17:05 30-01-2022
10
მოდი ესე ვთქვათ რუსეთის ნაკრებთან არ უნდა წავაგოთ რაგბიში კატასტროფა იქნება და ატყდება ერთი ამბავი ერთხელ უკვე მოხდა როდესაც ბ ნაკრებმა წააგო ფედერაციამ ისწავლა ჭკუა სპარინგები რუსებთან არ არსებობს ყოველთვის ომია არის სახეობები სადაც გვაქვს უპრატესობა არის სახეობები სადღაც თანაბარ დონეზე ვართ ბრძოლა ვითხოვთ არ შეიძლება ფეხბურთში საქართველოს U17 1-7 აგებდეს რუსეთის U17 და ვიძახდეთ ვითომაც არაფერი მომხდარა ეს არის კატასტროფა ფუტზალი ის კატეგორია რომელშიც რუსეთი ჩვენზე ბევრად ძლიერია და წაგება გასაკვირი არ იქნება და არც კატასტროფა ხოდა ნუ ვითხოვთ მაინდამაინც გამარჯვებას გვერდში დავუდგეთ და ვუქომაგოთ დანარჩენი პარკეტზე გამოჩნდება წარმატებები ბიჭებს
Night
13:41 31-01-2022
3

სიახლეები პოპულარული