თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ბულგარეთის ჩემპიონ "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა.
გოლი მეტოქემ მეორე ტაიმში დინამოელთა უხეში შეცდომის შედეგად გაიტანა.
"დინამოს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა, უსმან კამარამ ბურთი ძელს გაარტყა, გაბედავას გოლი კი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.
"დინამო" აქამდე შეკრებაზე "ლვოვს" (0:0) და "ნაპრედაკს" (1:1) დაუზავდა, შემდეგ საკონტროლო შეხვედრას კი 10 თებერვალს, მოსკოვის "დინამოსთან" გამართავს.