მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ღირსება გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი წიტაიშვილმა წარმატებით დაიცვეს, ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
სოციალურ ქსელში 9 წლის ბიჭის ვიდეო გავრცელდა, რომელიც უკვე ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსის" ასაკობრივი გუნდის წევრია - მოსე კვალიაშვილი.
როგორც გავარკვიეთ, დამწყები ფეხბურთელი საქართველოში "ცინცაძის აკადემიაში" გამოდიოდა, სადაც მისი მწვრთნელები ჯაბა ლეშკაშელი და ტატო იუკურიძე იყვნენ.
ჯაბა ლეშკაშელი: "მოსეს
მას ბურთთან ურთიერთობა, მისი შენარჩუნება არასდროს უჭირდა და დრიბლინგითაც გამოირჩეოდა. მოსეს გარკვეული სამუშაო სისწრაფის გაუმჯობესებაზე ჰქონდა და ამ კომპონენტშიც სერიოზული პროგრესი განიცადა. საკუთარ თავზე მუშაობა არ უჭირს, ფიზიკურადაც ძლიერია - უცხო ქვეყნის მოთხოვნებთან შეგუება არ გასჭირვებია.
სხვათა შორის, კვალიაშვილი სტანდარტულებს კარგად ასრულებს. მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ მე უფრო მეტად კლასიკურ ფლეიმეიკერად ვხედავ."
ტატო იუკურიძე: "მოსე ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭია, რომელიც ცდილობს, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოს.
მე მის სათამაშო ინტელექტს გამოვარჩევდი, ასევე, ძლიერ ხასიათს - შეუძლია მატჩის სადავეები ხელში აიღოს. კვალიაშვილს ფიზიკური მომზადების კუთხით პრობლემები არც საბერძნეთში აქვს.
მოსე კარგად აცნობიერებს, რომ მისი მთავარი მიზნის ასრულებას - საქართველოს ნაკრებში თამაშს, დიდი მონდომება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს."
ფეხბურთელის მამა ალექსანდრე კვალიაშვილი ამბობს, რომ მოსეს საკმაოდ ხშირად ესაუბრება იმაზე, რომ მათი ოცნება საქართველოს ნაკრების მაისურის ტარებაა:
"თბილისში თამაშისას თითქმის ყველა ტურნირს პირველ ადგილზე ასრულებდნენ. საბერძნეთში ცხოვრების გადაწყვეტილება მისი კიდევ უფრო განვითარების მიზნით მივიღეთ - გავიგეთ, რომ "ოლიმპიაკოსს" მაღალი დონის აკადემია აქვს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ადაპტაცია გაურთულდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა...
აქ აღნიშნავენ, რომ მოსეს უნივერსალური უნარები აქვს - ფლანგზეც ათამაშებენ და "10 ნომრადაც". საქართველოში ხშირად ფორვარდი იყო და გოლების გატანა არ უჭირდა.
"ოლიმპიაკოსის" ასაკობრივი გუნდების მწვრთნელს მისი იმედი აქვს - მიმდინარე სეზონში უკვე 2 ჰეთ-თრიქი შეასრულა. საჯარიმოებს მშვენივრად ასრულებს - 2 გოლი სტანდარტულიდან გაიტანა.
მოსეს პატარა ძმა ჰყავს - ნოე, რომელიც ასევე იყო "ოლიმპიაკოსის" სინჯებზე და მწვრთნელებს თავიც მოაწონა."
ჩვენ შეგვიძლია, პატარა მოთამაშეების განვითარებას დავაკვირდეთ. ვისურვოთ, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ასეთი მონდომებული და ნიჭიერი ფეხბურთელებით გაძლიერდეს, რომლებიც ევროპულ ფეხბურთთან თავიდანვე ადაპტირებული არიან - როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.
ესპანელები მამარდაშვილსა და ქართველ ახალგაზრდებზე წერენ
U17. რა მატჩი! რა ბრძოლა! რა გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი დაამარცხა [VIDEO]