"მახსოვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრები" - შოთა რუნისთან დერბის წინ

AutoSharing Option
შოთა არველაძე თავიდანვე ამბობდა, რომ ალბათ, ხუთი თამაში მაინც დასჭირდებოდა თავისი ფეხბურთელების კარგად გასაცნობად. მან უკვე მოგების გემოც იხილა და დამარცხებისაც.

ქართველი სპეციალისტი ბრიტანულ ამბებს იხსენებს:

"ჩემი საუკეთესო დრო გლაზგოში გავატარე. ეს იყო თასების მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ მონაწილეობა, ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების ცხოვრების წესი, "აიბროქსის" გარემო, გლაზგოური დერბი... მახსოვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე... ეს 20 წლის წინ იყო, დიდი დრო გავიდა.”

უეინ რუნის "დერბისთან" (8 თებერვალს, 23:45 სთ) შეხვედრამდე არველაძე შეთამაშების საკითხზეც მსჯელობს:

"შეიძლება რამდენიმე
ამხანაგური თამაში გვქონდეს, ამაზე გასულ კვირას ვისაუბრეთ, მაგრამ შეხვედრები ძალიან სწრაფად მოდის“, - განაცხადა არველაძემ, რომლის გუნდმა თებერვალში ჩემპიონატში შვიდი მატჩი უნდა გამართოს.

ქართველი სპეციალისტი გუნდის განწყობაზეც საუბრობს:

"გვსურს პროცესში ყველა ჩავრთოთ, მაგრამ ზოგი უფრო მეტად უსმენს, ზოგი ნაკლებად. ასევეა ბედნიერების კუთხითაც.

ბიჭებს რაც შეიძლება მეტი მოტივაცია უნდა ვაჩვენო, რომ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რადგან წინ ბევრი თამაშია."

მომზადებულია yorkshirepost-ის მიხედვით

altმატჩის დღე! შოთა VS რუნი - რამდენად გაურთულებს გზას ქართველი ექსფორვარდი ინგლისელს?

მკითხველის კომენტარები / 3 /
გამართლდა მეორე პროგნოზი წავიდა ჰალის ცაგებები საწყალი ჰალ სიტი ვინ მოიყვანეს ნეტა იცოდნენ მეცოდებიან ((( დადეთ შემდეგ ტურშიც ცააგებენ სულ ცააგებენ გაგებაში არაა გუნდი და არველაძე ხო საერთოდ გონზე არაა ტრენერობის
როსტო
02:16 09-02-2022
5
D. 3:1 H.
გიორგი
01:53 09-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული