გათამაშების ფორმატის შეცვლის ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ ჩვენი კლუბები ზაფხულს უფრო შეთამაშებულნი და ფორმაში მყოფნი შეხვდებოდნენ. მხოლოდ ეს ფაქტორი რომ საკმარისი ყოფილიყო, მაშინ ანალოგიურ ნაბიჯს ბევრი ქვეყანა გადადგამდა. მსგავსი მოლოდინი ალბათ არავის ჰქონია, თუმცა გარკვეული ლოგიკა ამ ფორმატში ნამდვილად დევს...
სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპთან ახლოს ყოფნა კი არა, ისევ რამდენიმე ბარიერის
დონე და შიდა კონკურენცია
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ჩვენი გუნდები ზაფხულში უკეთეს კონდიციებში უნდა ამყოფოს, მანამდე ჩატარებულ მატჩებში მაქსიმალური დონის ამაღლება და ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოებაა...
თბილისის "ლოკომოტივში" მიმდინარე პროცესების გამო ერთი ამბიციური კლუბით ნაკლები რომ გვყავს, ეს ფაქტია. თუმცა მათ ახალგაზრდებსაც ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება ნამდვილად შეუძლიათ...
კონკურენცია შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ეს რამდენად ეხმარება დონის ამაღლებას, სხვა საკითხია. ყველამ იცის, რომ იმ ტემპით, როგორშიც ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება, ევროპულ საზომებს საკმაოდ ჩამოვრჩებით. არბიტრებიც ყველანაირად უნდა ეცადონ, შეხვედრის ხშირი არშეჩერებით სწრაფ თამაშს ხელი შეუწყონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა იცოდნენ, რა როგორ ისჯება, რათა შემდეგ ის ზედმეტი გაფრთხილება-გაძევებები ავიცილოთ, ჩვენს საევროტურნირო შეხვედრებს რომ თან ახლავს...
ტრანსფერები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა, რომ მაღალი დონის ტრანსფერებისა და დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე ქართული კლუბების წარმატება რთული იქნება და ამ თემას ვერსად გავექცევით...
შეუძლებელია, თბილისის "დინამოს" აკადემია არ მოგწონდეს, როცა ხედავ, რომ საქართველოს ნაკრებში მისი აღზრდილი უამრავი მოთამაშეა; მაგრამ ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ საევროტურნირო შეხვედრები უფრო ამ მოთამაშეების დონის აწევას და შემდეგ ტრანსფერს თუ მოხმარდება, რადგან კონფერენს თუ მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში წარმატება სხვა მოთხოვნილებებს, გამოცდილებასა და უნარებს უკავშირდება...
ვხედავთ, ბათუმის "დინამო" ძლიერდება, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან უფრო მეტის მოლოდინი არსებობს. უპირველესი მიზანი ის უნდა იყოს, ჩვენმა ჩემპიონმა უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ერთი ბარიერი მაინც წარმატებით გადალახოს, რაც მინიმუმ, კონფერენს ლიგაზე ხელსაყრელ გზას ნიშნავს. სამწუხაროდ, თბილისის "დინამომ" ესეც ვერ შეძლო, არადა, შანსი იყო...
ევროტურნირებზე "საბურთალო" და გორის "დილაც" გამოვლენ. მათ გამოცდილება არ აკლიათ. გარკვეული სატრანსფერო სიახლეებიც აქვთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა და არასაკმარისია - თავის მოტყუებას აზრი არ აქვს...
ფიგურები ეროვნულ ლიგაში
თუკი მაღალი დონის ლეგიონერები ვერ ჩამოგვყავს, ახლა ეროვნულ ლიგაში რამდენიმე მაღალკვალიფიციური, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები და პოტენციური კანდიდატები არიან.
ვნახეთ გიორგი არაბიძის მატჩები მოსამზადებელ ეტაპზე და ეს ბიჭი მართლაც ძალიან ნიჭიერია. მხოლოდ სტანდარტულ მდგომარეობებზე რომ ვისაუბროთ, ამ კომპონენტში ასეთი მაღალი დონის შესრულება ცოტათი როდის ფასობს... ზედმეტი თქმა არ უნდა, გიორგისთან მუშაობას სპეციფიკური უნარები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი შესაძლებლობებით ახლა სხვა ასპარეზზე უნდა იყოს, მაგრამ 23 წლის ფეხბურთელზე ვთქვათ, რომ უკვე რაღაც დაგვიანებულია, სწორი ვერ იქნება. გიორგი ის მოთამაშეა, რომელსაც ნამდვილად დიდი რესურსი აქვს, მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას...
არაბიძის გარდა, ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი პაპუნაშვილიც ჩაირიცხა. 26 წლის ნახევარმცველი გულშემატკივრებს იმ დროიდან ახსოვთ, როცა ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. გიორგის ეროვნულ ნაკრებშიც დასამახსოვრებელი მატჩები აქვს. ვლადიმირ ვაისი თავდაპირველად მას აქტიურად ეყრდნობოდა, თუმცა შემდეგ მის ირგვლივაც უამრავი ცუდი რამ მოხდა. არც გიორგია მხცოვანი, მანაც ფორმა უნდა დაიბრუნოს, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნოს, ეროვნულ ლიგაში თავი გამოიჩინოს და შემდეგ იმ საფეხბურთო ჩემპიონატს მიაგნოს, სადაც ბოლომდე რეალიზდება. როგორც გამოჩნდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი ასეთი ნამდვილად არაა...
ქუთაისშია ლევან მჭედლიძეც - ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, რომ ის ახლა სერია "ა"-ს ერთ-ერთ გრანდში არაა. იმ ფონზე, როცა ბევრი უცდებოდა, ლევანი საკმაოდ შედეგიანი იყო, "მილანის" კარიც აუღია და ჯანლუიჯი ბუფონისთვისაც გაუტანია. 31 წლის შემტევი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება აქამდეც სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს...
და ჯანო ანანიძე... უკვე იმდენი წელია, რაც მისი გვარი გვესმის, შესაძლოა, რთულად დასაჯერებელი იყოს, რომ 29 წლისაა. ჯანო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვის "სპარტაკში" იყო - ბევრი დადებითიც ახსოვს და უარყოფითიც. შემდეგ მის უკეთეს ტრამპლინს სულ ველოდით, თუმცა ასე არ მოხდა... საქართველოს ნაკრებში ჯანოს ბევრჯერ გაუხარებია გულშემატკივრები, გაუტანია, კარგი პასები გაუკეთებია, თუმცა ის მაინც "ვერ აფეთქდა". ანანიძე ჯერ ოფიციალურად ბათუმის "დინამოს" არ ეკუთვნის, მაგრამ ხელშეკრულება მალე უნდა გაფორმდეს...
ქართულ კლუბებს, რომლებიც ევროტურნირებისთვის ემზადებიან, ამისთვის დაახლოებით 4 თვე აქვთ. გაძლიერების შესაძლებლობა ზაფხულშიც იქნება, მაგრამ ფაქტობრივად, თამაშის წინა დღეს დამატებული ფეხბურთელებით შორს წასვლა რომ გაგვიჭირდება, ეს ბევრჯერ ვნახეთ...
ფანტასტიკური არაბიძე - სერბები" "ტორპედოსთან" მარცხს გადაღლილობას აბრალებენ
ჯანო ანანიძე კვლავ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს