ფანტასტიკური არაბიძე - სერბები" "ტორპედოსთან" მარცხს გადაღლილობას აბრალებენ

AutoSharing Option
თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში "ტორპედომ" "ნაპრედაკი" დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

სერბული კლუბის საიტზე აღნიშნულია, რომ "ბალტიკასთან" გუშინდელი სპარინგის შემდეგ (0:1), ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს, თან კომბინირებული შემადგენლობით ითამაშეს, გოლების უმეტესობა სტანდარტულებიდან გაუშვეს და მარცხის მიზეზი ესაა.

თუმცა, აღიარებენ, რომ ქუთაისელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, არაბიძის კარგ თამაშს უსვამენ ხაზს, რომლის მიერ საჯარიმოდან გატანილ გოლს ფანტასტიკურს უწოდებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ისეთი გუნდი მანახა,წაგებას რომ ჩესნად აღიარებდეს(ასში შეიძლება 5 მოინახოს)
კახა ქ.
21:08 05-02-2022
0

სიახლეები პოპულარული