თბილისის "დინამომ" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ ბელეკში, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, თბილისის "დინამომ" მოსკოვის "დინამო" 1:0 დაამარცხა.

ქართულმა კლუბმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა - გიორგი გაბედავამ კარგად მოძებნა დავით კირკიტაძე, რომელმაც გვერდი ცნობილ ურუგვაელ ფეხბურთელს, დიეგო ლაქსალტს აუარა და პასი უსმანე კამარას მისცა, გვინეელმა ახალწვეულმა კი მოსკოველთა კარი აიღო.

რუსულმა კლუბმა გარკვეული ეპიზოდები შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ისინი გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ. შეგახსენებთ, 2 წლის წინ ეს გუნდი თბილისის "ლოკომოტივთან" ერთმატჩიან დუელში დამარცხდა და უეფას თასს გამოემშვიდობა.

კახა ცხადაძის გუნდის მომდევნო მეტოქე დანიური "რანდერსი" იქნება.

alt

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

altთბილისის "დინამო" კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა - შემდეგი მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" აქვს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვულოცავ დინამოს.. ორი მაგარი ტრანსფერი გააკეთა დინამომ: კირკიტაძე და კამარა. დროა კირკიტაძე ნაკრებში ვიხილოდ. მჯერა დინამო ევროთასებზე ღირსეულად გამოვა. წარმატებები..
მათე
14:49 10-02-2022
8
შესანიშნავია!!! გილოცავთ!!! იმედია, ჩემპიონატში დიდი კონკურენცია იქნება სამეულზე...
tngh
14:39 10-02-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული