ჯანოს წაქცევისთვის არდანიშნული პენალტი, გამოუყენებელი შანსები და ბათუმის "დინამოს" მარცხი "ლვოვთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „ლვოვთან“ 0:1 დამარცხდა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა.

გოლი მე-2 წუთზე ბოგდან მიშენკომ გაიტანა.

ბათუმის "დინამოს" ურიგოდ არ უთამაშია, დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთ ეპიზოდში კი მსაჯმა მეტოქის კარში პენალტი არ დანიშნა, როდესაც საჯარიმოში ანანიძე წააქციეს. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესული ჯანო ფორმაში შედის და იმედია, მალე ძველებურად ითამაშებს.

„დინამო“ (ბთ) (სასტარტო): ბეგაშვილი, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ტეიდი, ბიძინაშვილი, ზარია, ჯიღაური, ფანცულაია

გია გეგუჩაძის შეგირდები შეკრებაზე „რუბინსა“ და
„რაკუვს“ დაუზავდნენ (2:2 და 3:3), „ლეხს“ მოუგეს (2:1), „პარტიზანთან“ დამარცხდნენ (1:3), 14 თებერვალს კი „ლევადიას“ შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სასიამოვნოა, ჯანოს დაბრუნება ფეხბურთში. იმედია, აღიდგენს კონდიციებს და საქართვეოს პირველობას "გაამდიდრებს" კარგი თამაშით.
tngh
14:34 12-02-2022
1
გამხარდა რომ ჯანო ფორმაში შედის. ჯანო დიდი ძალაა
გრიგოლი1408
09:34 12-02-2022
0

სიახლეები პოპულარული