საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრების ბოლო მატჩში "ინჰულეცი" 2:1 დაამარცხა.
უკრაინული გუნდი მე-3 წუთზე კლიმენკომ დააწინაურა, მე-13 წუთზე თავურით ანგარიში აზაცკიმ გაათანაბრა, ხოლო 49-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი მამუჩაშვილმა გაიტანა.
"დინამომ" შეკრებაზე 7 საკონტროლო შეხვედრიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2 კი წააგო.
გია გეგუჩაძის შეგირდები 20 თებერვალს, სუპერთასზე, ქუთაისში "საბურთალოს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 25 თებერვალს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში, "სიონს" უმასპინძლებენ.
"დინამო" (ბთ) (სასტარტო): ალავიძე, ნავალოვსკი, აზაცკი, ტეიდი, ჩაბრაძე, რადინი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, ზარია, მამუჩაშვილი, ფანცულაია