"და უმადურს კიდევ მე მეძახდით?" - ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინმა Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ალტაფინი სხვადასხვა დროს "პალმეირასის", "მილანის", "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

ბრაზილიელი "ბებერ ქალბატონს" 1972 წელს, "პარტენოპეიდან" შეუერთდა და ამის გამო ფანები წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.

"ხვიჩამ უმადურობა გამოიჩინა, აი ის არის უმადური და არა მე, რასაც წლების განმავლობაში "ნაპოლის" ფანები მეძახდნენ. კარგად მახსოვს, რომ "პარტენოპეის" ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, ხვიჩას კი ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს.

"ნაპოლი" ამჟამად მშვენივრად გამოიყურება. "ატალანტას" წინააღმდეგ გასვლაზე მოგება მარტივი საქმე არ არის. მათი
რამდენიმე მოთამაშე კი აშკარად ფორმის პიკშია.

ის ფეხბურთელები, რომლებიც "კვარას" შესაძლო შემცვლელებად სახელდებიან, "ნაპოლიმ" ერთი მათგანის ყიდვა მაინც რომ მოახერხოს, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, მაგრამ ნერეში ახლაც ჩინებულ ფორმაშია და უამრავ შანსს ქმნის", - განაცხადა ალტაფინმა.

altზურიკოს დაწყებულს ხვიჩა გააგრძელებს და "ჟორჟი" დაასრულებს - როგორ შეხვდება "კვარას" "პარკ-დე-პრენსი"...

alt"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

altკვარაცხელიას სადებიუტო მატჩის წინ პსჟ-მა ისტორია გადაწერა - რა ნიშნული დააფიქსირა ლუის ენრიკეს გუნდმა "სიტისთან" შეხვედრაში

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგარი დაუნიც ყოფილა თუ ვერ განასხვავა ნაპოლიდან იუვეში გადასვლა პსჟ-ში გადასვლა. ლეგენდა სიტყა ყველა ფეხბურთელზე არ ითქმის
G.LA
16:52 24-01-2025
0
ჟოზე ალტაფინი!ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი,რომელიც 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,პელემ ჩაანაცვლა და მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად,საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა.თუ პელეზე გადაღებულ ფილმს ვენდობით,ის ბავშვობიდანვე სჩაგრავდა და ღარიბი ბავშვებისაგან შედგენილ პელეს და მის გუნდს,მერე კი იტალიაში გადავიდა და მისი ნაკრების სახელით გამოდიოდა.კაცმა,ქვეყანაც კი გამოიცვალა,საშოვარის გულისათვის და კვარას უმადურობაზე ლაპარაკობს.უკვე 86 წლისაა და მისგან აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს.საკვირველი,ნეაპოლელების ნაწილის რეაქციაა,კვარას ნაპოლიში აყვანას რომ ამადლიან.მარადონა,ვარსკვლავის სტატუსით იყიდეს და მასში,იმ დროისათვის სარეკორდო თანხა გადაიხადეს და დიდი ხელფასიც ჰქონდა.კვარა მინიმალურ ფასად იყიდეს და მინიმალურ ხელფასზე ათამაშეს,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონობის შემოქმედი 2,5 წლის განმავლობაში.ხვიჩამ 2 წელი ითმინა და წავიდა.ვისაც დანახვა არ უნდა,რიყეზე ქვას ვერ იპოვისო,მართალია.ახლანდელი რეაქციებიდანაც გამოჩნდა,რომ მას პატივს არ სცემდნენ და სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა გაჩერდე!ზუსტად ეს გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ.ახლა იჭამონ იდაყვები და იპოვონ სხვა კვარა,კაპიკებზე რომ ითამაშებს და ასე გახდის ჩემპიონად ნაპოლის!ეძებონ,თუ შესძლებენ!ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
სოსო
16:46 24-01-2025
0

სიახლეები პოპულარული