ამავდროულად, hulldailymail-ი მსჯელობს, რომ "ვეფხვებს" გატანა ძალიან უჭირთ და ქართველი სპეციალისტი ამ პრობლემაზე ბევრს მუშაობს:
"შოთა არველაძე ითხოვს, რომ "ჰალ სიტის" ფეხბურთელებმა თავიანთი საგოლე შანსები მაქსიმალურად გამოიყენონ, თუკი სეზონის პოზიტიური დასასრულით ტკბობა სურთ.
"ჰალმა" ქპრ-სთან (1:1) მიმდინარე სეზონში მხოლოდ
ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ორჯერ არ დამარცხდა და ესაა ის გზა, რაც კლუბს აუცილებლად სჭირდება...
ქართველი სპეციალისტის კრებულზე ნაკლები მხოლოდ "ბარნსლიმ" (19) და "პიტერბრომ" (23) გაიტანეს. არველაძეს სურს, მეტი საგოლე შანსი შექმნან, რათა დაქვეითების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ.
"იმედი მაქვს, რომ ფორსი გააგრძელებს გოლების გატანას, რადგან ჩვენ გვჭირდება მეტი ზუსტი დარტყმა", - თქვა არველაძემ იჯარით აყვანილ ფორვარდზე."
ფორსზე, რომელიც "ბრენტფორდის" საკუთრებაა, შოთა დიდ იმედებს ამყარებს და 22 წლის ფეხბურთელმა მისი გამართლება დაიწყო. ყველაზე შედეგიანი კი კეინ ლევის-პოტერია - 20 წლის შემტევის ანგარიშზე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასია. არველაძის "ჰალი" უახლოეს ტურებში აუტსაიდერებს - "ბარნსლისა" და "პიტერბროს" დაუპირისპირდება, სადაც გოლების გატანასა და გამარჯვებას აუცილებლად დაგეგმავს.
არველაძის "ჰალის" მეკარე მოედანზე უგონოდ დაეცა - შოთას კომენტარი [PHOTO]