ქეცბაია იუბილარია - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი კაცი

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, თემურ ქეცბაია 54 წლის გახდა. ის დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. გულშემატკივრები არასდროს ივიწყებენ თემურს, რომელიც მოედანზე ბოლომდე, მთელი ჟინითა და ემოციით იბრძოდა. მართლაც ლეგენდარული ისტორიაა, როცა ქეცბაია საქართველოს ნაკრების დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ თვითმფრინავში თანაგუნდელებს აფხიზლებდა - დავმარცხდით და თქვენ კი გძინავთო...

მწვრთნელებზე გაბრაზებული თემურიც კარგად გვახსოვს - მაისური რომ "შემოიხია" და ბილბორდებს ფეხებს ურტყამდა - რადგან ის "ნიუკასლში" შანსს დაუმსახურებლად ვერ იღებდა...

ქეცბაია-მწვრთველი "ანორთოსისში" დაიწყო და ახლაც იქ აგრძელებს. მან ამ პატარა გუნდში
საოცრება შეძლო - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაშინ გააღწია, როცა ეს ახლანდელზე გაცილებით რთული იყო (ე.წ. საჩემპიონო ზონა არ არსებობდა). მხოლოდ გააღწია? "ინტერს", "ვერდერსა" და "პანათინაიკოსს" სერიოზული ბრძოლა გაუჩაღა და ჟოზე მოურინიოს მილანელებს უმოტივაციო შეხვედრაში ბერძნებთან რომ არ წაეგოთ, კვიპროსელები სვლასაც გააგრძელებდნენ...

როცა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა, გუნდს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის ხელში სერიოზული მოუგებელი სერია ჰქონდა. თემურმა ეს შეცვალა. ხორვატიასთან თბილისში ლევან კობიაშვილის გოლით მოგებული ისტორიული შეხვედრა კი ერთგვარი წყალგამყოფი გამოდგა - ამის შემდეგ გუნდში პრობლემები ერთმანეთზე მიეწყო...

სტადიონი გოგიტა გოგუას მინდორზე შეშვებას სკანდირებდა, მეორე დილით კი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის რაღაც მოხდა... ამას ისრაელთან დროის მოკლე ინტერვალში გასვლითი შეხვედრა მოჰყვა, სადაც გადაღლილი გუნდი დამარცხდა...

მოთამაშეებთან თუ ჟურნალისტებთან დაპირისპირება - ქეცბაიას ეს შემთხვევები მოუმრავლდა. რა თქმა უნდა, თემური ბევრ სიმართლეს ამბობდა, თუმცა ცხოვრება და მათ შორის, მწვრთნელობაც, ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაა.

ამის შემდეგ შესარჩევი ციკლების ჩაგდებას ის ბევრ ფაქტორს აბრალებდა. თუკი თავიდან შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი გვახარებდა, გუნდს მოტივაცია აუმაღლდა და ა.შ. მას მეორე უკიდურესობა მოჰყვა -  კი, საფრანგეთთან ფრედ ვითამაშეთ, ესპანეთის ნაკრებმა ბოლოს გაგვტეხა, მაგრამ გუნდს სხვანაირი თამაში მაშინდელი ფინეთის დონის გუნდთანაც აღარ შეეძლო - მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული. შესაძლოა, ამის მიზეზი საკადრო საკითხებიც იყო...

თემურ ქეცბაიას "დინამო არენა" თავდახრილს არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე მოხდა - პოლონეთთან დიდი ანგარიშით (0:4) მარცხის შემდეგ მას გულშემატკივრებთან დამშვიდობება გაუჭირდა...

Sportall.Ge

ქართველი სპეციალისტის კარიერა არც ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" აეწყო და არც რუსულ "ორენბურგში" -  "ანორთოსისი" "თავის" გუნდს ჰგავს...

სადაც ქეცბაიაა, იქაც ქართველი ფეხბურთელები - ის თავის გამოჩენის შანსს ბევრს აძლევს. როცა ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიული ფინალი გვქონდა, საგულშემატკივროდ საგანგებოდ ჩამოვიდა. თემურს ნაკრების დღევანდელ თუ წინა მთავარ მწვრთნელებზე აუგი არასდროს დასცდენია...

ახლა "ანორთოსისი" ჩემპიონობისთვის იბრძვის - ქეცბაია ის კაცია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაბრუნდეს...

altქეცბაია განრისხებულია - "რისთვის გადავიხადეთ ამდენი ფული?"

altქეცბაია დამშვიდდა და უკეთესი შედეგები აქვს - კვიპროსული მედია

altქეცბაია ციხეში პატიმრებთან ერთად ითამაშებს

altქეცბაიასთან ადრე ვარსკვლავები თამაშობდნენ - კვიპროსული მედია წარსულს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
"რა თქმა უნდა, თემური ბევრ სიმართლეს ამბობდა, თუმცა ცხოვრება და მათ შორის, მწვრთნელობაც, ერთგვარად კომპრომისების ხელოვნებაა"-კომპრომისების ხელოვნების ოსტატები კი ხედავთ როგორც ათამაშებენ ნაკრებს.ისე ჟურნალისტებს ლომის წვლილი მიუძღვით ქეცბაიას ანტიპიარში....
გაგა
18:21 19-03-2022
0
სიტყვა კაცი მაგრად შეგეფერება. იხარე თემურ ორსავე სოფელსა შინა!!!
ავჭალიდან
08:02 19-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული