"რუბინის" ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ყაზანური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლაზე Metaratings.ru-სთან ისაუბრა:
"ვფიქრობ, მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ჯერ ერთი, დიდი ხანია სურდა დიდ ევროპულ გუნდში გადასვლა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მეორე - მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, აშინებს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. საქართველოში ზაფხულამდე ფორმას დაიბრუნებს და ახალი ვარიანტების ძებნას დაიწყებს. ამჟამად "რუბინში" ძალიან ცუდი სიტუაციაა. ალბათ, მას მიმდინარე პირობებში თამაშის მოტივაცია არ ჰქონდა.
ფსიქოლოგიურად ის, დიდი ალბათობით, თავს ცუდად გრძნობს, სახლთან სიახლოვე კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში
უნდა დაეხმაროს. საქართველოში დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ გრძნობდა უკანასკნელ ხანს რუსეთში თავს ცუდად. ამ ვითარებაზე ბევრი ქართველი გამოთქვამდა მოსაზრებას, ამიტომ ხვიჩას აკრიტიკებდნენ. ისიც ყველაფერს კითხულობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზითაც გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნება იქნებოდა. შემდეგ ღმერთმა ინებოს და დიდ კლუბში გადასვლას შეძლებს. ხვიჩას მაღალი პოტენციალი გააჩნია, მისი ტალანტის შესახებ ყველამ იცის".
ვერ ვხვდები რატომ იძახიან ჩუმად იყო და იმიტომ აკრიტიკებენო...
კრიშტიანუმაც მასეთი პოსტი დადო და იმაზე კარგად ახმაურდით უკრაინას დაუჭირა მხარიო და რადგან ასე პოსტებში მისდევთ ადამიანს, ბარემ გენახათ, ის პოსტი, ახლაც უდევს. თუ რუსეთის მხარდამჭერი პოსტი გგონიათ? :))
არვიცი ამ ხალხს რამ დაუბნელა ასე გონება.
სხვა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები მშვენივრად გამოძვრნენ ამის ფონზე. ყველა ტალახი ამას მოხვდა თან უსამართლოდ.
რა შუაშია აქ ნაციონალი ან ქოცი, ყველანაირი პოლიტიკური განწყობის ადამიანს თავი უნდა შეეკავებია მისი ლანძღვისგან მაგრამ სოც.ქსელი გესლის ნთხევის ბუდედ იქცა.
ცუდ რაღაცას ვიტყვი მაგრამ ჩემი აზრით ეს ინტერნეტ სივრცე უფრო უარესისგან გვაკავებს. მთელს ნაგავს აქ ამოუშვებს ხოლმე ხალხი და ალბათ ეგ რომ არა ქუჩაში ხელით შეეხებოდნენ ერთმანეთს.