"ქართულ ფეხბურთში ისეთი მოთამაშეები გვყავდა, ხალხს ჰგონია, რომ ნაკრებმა სულ უნდა შეუტიოს, კაცი მოვატყუოთ, 15-ჯერ კარში დავარტყათ და 5 გოლი გავიტანოთ – არ არის ასე! შეიძლება მეორე ნომრად ითამაშო და მოიგო. ჩრდილომაკედონიის და იტალიის თამაში ხომ ნახეთ?!
ეს არ იყო ის თამაში, რომ ვდომინირებდით. თამაში შედეგზეა ორიენტირებული და მთავარია, ამას მივაღწიოთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი დიდ საერთაშორისო ტურნირებზე
როდესაც 8 თუ 10-მატჩიანი ციკლი გაქვს, შენ არსენალში სულ უნდა გქონდეს განსხვავებული ტაქტიკა – სადღაც უნდა მოიგო, სადღაც ერთი ქულაც კარგია. ყველა თამაშს "რეალი“ და "სიტი“ ვერ იგებენ.
ზედიზედ 4 მოგებას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად კარგია, ყველა – მწვრთნელიც, ფეხბურთელიც რწმენაში ვარდება. კარგი სერია კი თვითდაჯერებულობას გმატებს – აბა, წააგებ და არაფრის წაკითხვა არ გინდა. ეს ადამიანებს ანგრევს, მით უფრო სპორტსმენებს, რომლებსაც მარტივი ცხოვრება არ აქვთ...
კვარაცხელია ნაკრების ლიდერია. შოთამ როცა ტქვა, მინდა წაყვანა, მაგრამ წამოვაო, ხომ ხვდებით, რა იგულისხმა - უკეთესი უსურვა. უკეთესი ვარიანტები აქვს და წამოვაო?! ხვიჩა შესაძლოა, ფორმის პიკში არ იყოს, მაგრამ აქვს უნარი, აფეტქდეს და შედეგზე გავლენა იქონიოს."
წყარო: პირველი არხი
რას მოგვცემს ეს გამარჯვება სამომავლოდ? - სანიოლმა ბევრი რამ გამოკვეთა