მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, რუსეთიდან წამოსვლისას დაგვიანებისთვის აკრიტიკებდა, თურმე საქმე სულ სხვაგვარად იყო და ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილი ოქროა. არა, შესაძლოა, ოქროზე მეტიც. ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კრიტიკაც მოითმინეს, ლანძღვაც, გინებაც და საქმე გააკეთეს. გააკეთეს ჩინებულად. ხვიჩამ "რუბინი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის "დინამოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არაა გამორიცხული, რაღაც გარიგება შედგა (სავარაუდოდ, ასეცაა), თუმცა ეს ჩვენი საქმე აბსოლუტურად არაა. მთავარია - შედეგი. ყაზანურმა კლუბმა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა და სხვა ყველაფერი მეასეხარისხოვანია.
მომავალში კლუბი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება ქვეყანაში ვითარება. კლუბი კვარაცხელიასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება", - განუცხადა "რუბინის" პრესსამსახურმა "ჩემპიონატის" ჟურნალისტ სალავატ მურტაზინს.
ნაპოლიში რომ გადავა ვინმე ისეთ იტალიელთან არ გადაიღოს ფოტო აქ რომ არ მოსწონთ.
მართლა რა უნდათ ვერ გავიგე.
მუდმივად ყველაფერზე ამდენი აგრესია და ნეგატივი როგორ შეიძლება