ეროვნული ლიგა შაბათს, 2 აპრილს განახლდება. ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბათუმის "დინამოს" მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ბათუმელთა ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გავიგეთ, რომ "კვარამ" "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და არა შეაჩერა და მან "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამასობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და კლუბის ახლად არჩეულმა საპატიო პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
გია გეგუჩაძის გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის ლიდერია, შაბათს (20:30 საათზე) "თელავს"
უმასპინძლებს, თუმცა არ ვიცით, შედგება თუ არა ხვიჩას დებიუტი ახალ კლუბში.
ბრავო ბათუმის "დინამოს" და აგენტს - "რუბინმა" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა!
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა