აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხვიჩასთან ერთად - შედგება დებიუტი "დინამოში"?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა შაბათს, 2 აპრილს განახლდება. ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბათუმის "დინამოს" მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, რადგანაც ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ბათუმელთა ოფიციალურ გვერდზე ხვიჩას ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. სხვადასხვა წყაროს მეშვეობით გავიგეთ, რომ "კვარამ" "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და არა შეაჩერა და მან "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამასობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და კლუბის ახლად არჩეულმა საპატიო პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

გია გეგუჩაძის გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის ლიდერია, შაბათს (20:30 საათზე) "თელავს"
უმასპინძლებს, თუმცა არ ვიცით, შედგება თუ არა ხვიჩას დებიუტი ახალ კლუბში.

altბრავო ბათუმის "დინამოს" და აგენტს - "რუბინმა" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა!

alt"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
პოლიტიკოსებმა, რუსებმა, ჟურნალისტებმა მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები ამ ბიჭს და აცადეთ მშვიდად თამაში.
ძლივს იმ ბოროტების ქვეყანას თავი დააღწია და ახლა პოლიტიკოსები ჩაუდგნენ რიგში ფოტოების გადასაღებად.
ქოც-ნაცობის სიბიძურეებს მაინც აარიდეთ
9
ეს ის არის უკრაინაზე რომ აბლუყუნდა?
ლუკა
11:19 01-04-2022
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული