მატჩის დღე! აღმართავს მამარდაშვილი ესპანეთის თასს?

AutoSharing Option
მართლმადიდებლური სამყარო ყველაზე დიდი დღესასწაულის, ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადება. ამ დღეებში სპორტზე ნაკლებად ვფიქრობთ, თუმცა არც უმაგისობა იქნება...

ქართველი ესპანეთის თასთან

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამბები სწორედ 23 აპრილის ღამეს ხდება - ქართველ ფეხბურთელს "კოპა დელ რეის" მოგების შანსი აქვს. იმედი გვაქვს, რომ "ვალენსიას" მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მხოლოდ დაასვენა და "ბეტისის" წინააღმდეგ სწორედ ქართველი მეკარე ითამაშებს. გამოცდილ მანუელ პელეგრინისაც მშვენიერი გუნდი ჰყავს და დაძაბულ ფინალს ველით.

"დე ლა კარტუხაზე" მატჩი ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

მეტი დრო "ჩაკვეს"

შაბათს, 23 აპრილს, ჩვენებიდან ყველაზე ადრე (15:30 სთ) გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგი" ითამაშებს - "რეგენსბურგს" ესტუმრება. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჰამბურგელები მე-3 ადგილზე მყოფ "სტ. პაულს" 5 ქულით ჩამორჩებიან, ლიდერები კი "შალკე" და "ვერდერი" არიან.

იმედია, ქართველი ნახევარმცველი დიდ სათამაშო დროს მიიღებს, ეს მას ძალიან სჭირდება.

Sportall.Ge

მიქაუტაძე გადარჩენისთვის...

გიორგი მიქაუტაძეს ნაკლებად წარმატებული სეზონი აქვს, ისევე, როგორც მის "სერენს". ქართველი ფორვარდის გუნდი ახლა ბელგიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის - ორმატჩიან პლეი-აუტში RWDM-ს უნდა დაუპირისპირდეს. პირველი შეხვედრა 23 აპრილს, 20:30 საათზე, ბრიუსელში გაიმართება.

ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე

ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" 24 აპრილს (13:00 სთ), აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ჩინურ "გუანჯოუს" ესტუმრება, რომელიც ძალიან ბევრ გოლს უშვებს. ჯგუფს მალაიზიური "ჯოჰორი" ლიდერობს. ვაკოს გუნდს მთავარი ბრძოლები იაპონურ "კავასაკისთან" ექნება.

ისევ გაიტანენ ქართველები?

ბუდუ ზივზივაძე ახლა მშვენიერ ფორმაშია და მას მხარს გიორგი ბერიძეც უბამს. 24 აპრილს (თბილისის დროით 19:30 სთ) ქართველების "უიპეშტი" ლაშა დვალის (რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლია) ლიდერ "ფერენცვაროშს" ესტუმრება. ბუდუსა და ბერიძის ბევრი მცდელობის მიუხედავად, მათ გუნდს სამეულში შესვლა უჭირს - ჩამორჩენა დიდია.

Sportall.Ge

კიდევ ერთი შედეგიანი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე და მისი "ჰათაისპორი" 24 აპრილს (17:00 სთ) "ბაშაქშექირს" გასვლაზე დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, საბას ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

გაიტანს ხვიჩა ისევ?

ეროვნულ ლიგას უამინდობის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და 23 აპრილს ტური სრულად ჩატარდება. თავს ვერ მოვიტყუებთ, ყველაზე დიდი ინტერესი ახლა ბათუმის "დინამოს" მიმართაა, რომელიც 23 აპრილს (20:00 სთ) ქუთაისში, "ტორპედოს" ესტუმრება. ხვიჩა კვარაცხელიამ "გაგრასთან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და იტალიური მედია აალაპარაკა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა "კვარას" შოუ.

altიტალიური მედია კვარაცხელიას თამაშმა აღაფრთოვანა

altბორდალასმა მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა - "შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს"

altბუდუ ზივზივაძე სანაკრებო შანსებზე, შედეგიანობაზე, ვაისთან ურთიერთობასა და "ტორპედოს" კარში გოლის აღნიშვნაზე...

მკითხველის კომენტარები / 22 /
სად ნახეთ მამარდაშვილის გაბრექვა?
ან თავში ავარდნა?
ხვიჩას მსგავსად გიორგიც არ არის სოც. ქსელებში აქტიური და თავის საქმეში იხარჯება ბოლომდე. ამათი მოსაწონი ვერაფერი გაკეთდა მოკლედ. რაარის უნდა მოწამლოთ მაინცდამაინც 20-21 წლის ბიჭები ამ ქვეყანაში რომ ყველაფრის მოტივაცია დააკარგვინოთ?
Winter
01:54 22-04-2022
0
გელით ქუთაისში კვარა!
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული