დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მეტსახელი შეარქვა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ემპოლისთან" საშინელი წაგების შემდეგ Radio Kiss Kiss-ის ეთერში გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. მან თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება გადაწყვეტილია, იმედია, ეს დიდი ტრანსფერი იქნება, დრის მერტენსს კი ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გასაგრძელებლად შეხვდება.

sport.sky.it-ი და football-italia აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია იტალიურად "კუარასკელიად" წარმოითქმის, მისი წარმოთქმა ძნელია და დე ლაურენტისმა თიკუნი მოუგონა:

"შემიძლია "ჯორჯა" დავარქვა, მაგრამ ეს სახელი მომღერალს ჰქვია. დიდი ალბათობით, "ძიძი" იქნება. ეს უფრო მარტივია. ასეთი სახელის მქონე იქნება ის ყველა ნეაპოლელისთვის".

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან ხელშეკრულებას
გაუფორმებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ივარჯიშონ და ისწავლონ სცორი გამოთქმა
ემიგრანტი
28 აპრილი 2022 01:42
1
რა ძიძი ხო არ ღადაობ! ))) იმედია კვარა უარს იტყვის ამ მეტსახელზე
***
28 აპრილი 2022 02:54
1
იტალიელებისათვის ადვილი რომ იყოს ალბათ აჯობებს მაისურზე კვარა დაიწეროს ხვიჩამ.
G.LA
27 აპრილი 2022 23:11
2
ძიძიაო?მაგას ისევ გუგუა სჯობია,ნაგრამ კვარას რას უწუნებს,ეგ ვერ გავიგე.ეგეც ძნელი სათქმელია?
სოსო
27 აპრილი 2022 22:54
1
გადაეცით ამ ჩემა ლალას,რომ ჩვენ იმედს კვარას ვეძახით შემოკლებით!
ზურა
28 აპრილი 2022 11:16
0
ჯონ მალხაზ შალიკაშვილს შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალი სამხედრო თანამდებობები ეჭირა თვით პენტაგონის შეფობამდე. მოთხოვეს გვარის შემოკლება-შეცლა, ძნელი წარმოსაათქმელია შალიკაშვილიო. ჯონ მალხაზი კი ღირსეულად მოიქცა და თქვა, ეგ თქვენი პრობლემაა თუ ვერ წარმოთქვამთო და არ შეიცვალა გვარი. ასეა კვარაცხელიას შემთხვევაშიც. რა ძიძი, რი ძიძი.
ბადრი
28 აპრილი 2022 10:59
0
ჩვენმა ბიჭმა მოედანზე ცეცხლი დაანთოს და 2-3 თამაშის მერე მშვენივრად ისწავლიან სახელის წარმოთქმას.
ALONZO
28 აპრილი 2022 10:54
0
კვალიარელას ამბობთ სხაპასხუპით თქვე კაიხალხო და კვარას თქმა რა გაგიხდათ?
შაკო
28 აპრილი 2022 08:59
0
სულ ცოტა ხანში ისე დაიზეპირებთ, რომ საერთოდ არ გაგიჭირდებათ. სკუადრა აძურას თუ ამბობთ, კვარაცხელიასაც ადვილად იტყვით. ნახავთ თუ არა...
ქართველი
28 აპრილი 2022 12:37
0
ეს ლეტნად ხომ არ არის?
პეტროსი
28 აპრილი 2022 16:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული