ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ და მის ეროვნულ ლიგაში თამაშს ყურადღებით აკვირდებიან. "სიონთან" ბოლნისში ჩატარებული მატჩის (1:1) პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა შეცვალეს და ამაზე ყურადღება Tuttonapoli-მ გაამახვილა.
არაფერი სერიოზული კვარაცხელიასთვის: ქართველი სამშაბათს დიდ მატჩში იქნება მოედანზე
"ხვიჩა კვარაცხელიამ მსუბუქი ტრავმა მიიღო და სერიოზული არაფერი არაა. ახალ სეზონში "ნაპოლის" პირველი შენაძენი სამშაბათს 17:00 საათზე საქართველოს ჩემპიონატის დიდ მატჩში მოედანზე უნდა იყოს. ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში ნახევარმცველი რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს მესამეადგილოსან თბილისის "დინამოსთან".