"ხვიჩა ვერ ითამაშებს და ვერ აღმოჩნდება "ნაპოლიში" - რუსი "სპეციალისტის" სურვილი და დამოკიდებულება

AutoSharing Option
ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. დღეს calcionapoli24 წერს, რომ გარემარბი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე უნდა ჩავთვალოთ პატარა მომხიბვლელ პრინცად. ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია ყურადღებით აკვირდება და აშუქებს. მოლოდინი დიდია. რუსეთში ბევრი ვარაუდს გამოთქვამს, რომ სერია A-ში ქართველს გაუჭირდება. ხშირ შემთხვევაში ეს უფრო მავანთა სურვილი და დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ცინიკურ კომენტარებს ხშირად საქართველოშიც შეხვდებით, გეგონება, ამ ბიჭს ვინმესთვის რამე დაეშავებინოს. ჩვენს საიტზე ასეთ კომენტარებს უბრალოდ აღარ ვუშვებთ.

Евро-Футбол.Ру-ზე რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და
ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იტალიის ჩემპიონატის დონე შეაფასა და კვარაცხელიას პერსპექტივაზე პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს, რას დაემსგავსა? წაიკითხეთ ამ ლიგაში ადრე მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელების სერია A-ზე გამონათქვამები. ისინი ამბობენ, რომ დღეს იტალიის ჩემპიონატი ფსკერია, ან ისინი კიდევ იქ როგორც გამოთქვამენ და მე ვეთანხმები. როდესაც ადამიანები 36, 38, 42 წლის ასაკში თამაშობენ, ეს ქვეითად მოსიარულეთა ფეხბურთი გამოდის.

თუმცა კვარაცხელია თვით იტალიაშიც ვერ ათამაშდება, რადგან ისევ ვამბობ, მისი დონე - საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში მან ცოტა გაიბრწყინა და სწრაფად ჩაქრა. ჩვენთან ჟურნალისტებმა მისგან პირდაპირ პელე შექმნეს, ის კი უცბად ჩაიფუშა. თუ ძლიერი ფეხბურთელია, ვინ უშლიდა ხელს? მე საერთოდ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მართლა აღმოჩნდება "ნაპოლიში".

მკითხველის კომენტარები / 31 /
იმ "ქართველი" დაბოღმილი იდიოტების კომენტარებს რომ აღარ ბეჭდავთ ძალიან კარგია (უფრო ადრე უნდა დაგებლოკათ) მაგრამ აი ასეთი ვიღაცა დებილის აზრებიც არ უნდა დაბეჭდოთ თანაც ვიღაცა უტვინო და უვნოვი სუბიექტის @ პაველ სტიპიდი ვინ ოხერია ? ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და მისი გვარი არც კი გამიგია ! გვარის მიხედვით ბერძენი ან ციგანია და სხვათა შორის რუსეთში უფრო მეტი ბოღმით და ღვარძლით აი ასეთი კგაურკვეველი ჯიშის ცხოველები გამოირჩევიან (ჟირინოვსკი მაკაშოვი გაზმანოვი ბულატოვი და სხები) და რომც იყოს ცნობილი სპეციალისტი მაინც არ უნდა დაგეჭდოთ
zura222
10 მაისი 2022 21:55
1
ღრუსი ღრუტუნებს, ხვიჩა კი მიდის. :))))))
რატი
11 მაისი 2022 00:46
1
ამ კაცს იტალიის ნაკრები უნდა ჩავაბაროთ, უეჭველი გააჩემპიონებს! შენ ეხუმრები მახაჩკალის დინამო ჰყავს გაწვრთნილი, სარატოვის სოკოლიც მოკლედ უამრავი ვარსკვლავი აღმოუჩენია)
დავით 67
11 მაისი 2022 00:37
2
ხვიჩას მომავალი როგორ აეწყობა,არავინ ვიცით(ყველას დიდი იმედი გვაქვს, მისი),მაგრამ ეს ტაკიმასხარა იტალიის პირველობას ფსკერს რომ უძახის,ქვეყნისას,რომელიც შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა,რუსეთის პირველობაზე რაღას იტყვის,საინტერესოა.თუ იტალია ფსკერია,რუსეთი, სულაც ფეხის ალაგი იქნება.მე არაფერს ვამტკიცებ,მისი სიტყვებიდან გამოდის,ასე.
სოსო
10 მაისი 2022 19:41
2
მამარდაშვილზეც ბევრი წერდა უაზრო კომენტარებს მაგრამ ამ ბიჭმა ბევრი დაბოღმილი გააჩუმა!!! ახლა ჩვენთან ერთად ესპანეთშიც როგორ აქებენ და ეიმედებად!!! ხვიჩაც ასე იქნება ბევრ დაბოღმილს გააჩუმებს!!! და გაგვახარებს თავის შედეგებით როგორც ნაკრებში ისე კლუბში!!! იმედია კიდევ ბევრი ქართველი მიაღწევს ისეთ წარმატებას რომ ყველამ გავიხაროთ და ვიამაყოთ!!!
ნ.კ
10 მაისი 2022 21:51
2
ეტყობა რომ არ ესმის ფეხბურთი, რუბინიდან კვარას წასვლის შემდეგ დიდი ანგარიშებით აგებს ეგ კლუბი. ნორმალური პასი არ მიდიოდა კვარამდე, კორეელი მოთამაშე ასე თუ ისე უკეთებდა კარგ პასებს, თუ არადა ორი-სამი კაცი ედგა და ამით სხვები არ ხეირობდნენ. ადვილად გაშიფრა სხვა კლუბებმა რუბინის ტაქტიკა და მარტო რა უნდა ექნა, წამოეღო ცენტრიდან ბურთი და მთელი გუნდი მოეტყუებინა? ბათუმის დინამო ერთი ათამაშონ გინდა გრნოზნოს ტერეკს, გინდა მახაჩკალას ბურთს თავზე გადაახევს ორივეს. აქ კომბინაციურად ცდილობენ ბიჭები თამაშს, აბა კვარას სივრცე თუ არ მიეცი რა უნდა ქნას მარტომ? სანამ კორეელი გამთამაშებელი ჰყავდა კვარა მაღალ დონეზე თამაშობდა, მერე კი იკლო ეფექტურობამ და ეს ბუნებრივიც არის. ფეხბურთელის თამაშის დონის საზომი მისი ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იქ კვარამ დაამტკიცა რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, იმედია მომავალში იმაზე ინერვიულებენ რუსები კვარა რამდენად შეძლებს რეალში ან ბაიერნში თამაშს.
zaza
10 მაისი 2022 20:50
1
ეტყობა სადგისების და მახათების დეფიციტი არც რუსეთშია და არც საქართველოში,ხოდა ერთობა უსაქმური, ტვინნაღრძობი ხალხი.ისე ჩვენი ანდაზაა "ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი".ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები ხვიჩას!!!
ნუკრი
10 მაისი 2022 21:05
1
ამ კაცს ისეთ გუნდებში უმუშავია, განსაკუთრებით სარატოვის "სოკოლში",რომ ნამდვილად დაეჯერება.
მალაქია
10 მაისი 2022 23:30
1
უჯიშო ხალხი. რას პროფესორობს, იმის ნაცვლად რომ წარმატება უსურვონ როგორ იქცევიან.. არა მარტო ეს, შედით, მიდით, ჩამპიონატის საიტზე და ნახეთ რას უწერენ კვარაცხელიას. ადამიანს რომ კარიერის დანგრევას, ტრავმას, უკუსვლას რომ უსურვებ, მერე რაღატომ უნდა გიკვირდეს რომ ნახევარ მსოფლიოს ძულხარ
დემე
10 მაისი 2022 20:06
1
სამწუხაროდ მსგავსი კომენტარები ქართველებისგანაც მინახავს. საშინელებაა,ახალგაზრდა ბიჭს ტრავმა როგორ უნდა უსურვო, გაგიჟება შეიძლება...
ამ პატარა ასაკში ამდენი ჰეითერის და ცუდის მოსურნის მოგროვება როგორ მოასწრო მიკვირს.
ასეთი ნიჭიერი რომ არ იყოს და ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელი იყოს მაშინ კი არ იქნებოდა ეგრე.
Herbst
10 მაისი 2022 20:24
1
ყველაფერში ერთნაირად ბოღმა ღორები არიან!
სააკაძე
11 მაისი 2022 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული