"თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის შეფასება

AutoSharing Option
Canale 8-ის Giochiamo D'Anticipo-ს სტუმარმა, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო დ'ალესანდრომ კლაუდია მერკურიოს კითხვებს უპასუხა:

- "ნაპოლის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან 35 წელია სკუდეტო არ მოუგიათ. 9-წლიანი ბატონობის შემდეგ "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გამოეყენებინათ, რაც ვერ მოხერხდა.

მომავალ სეზონში "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლაში გუნდური რევოლუცია დასჭირდება. ზაფხულში ბევრი ელემენტი გაქრება და ლორენცო ინსინიეც წავა. რაც შეიძლება სწორი ცვლილებებია საჭირო, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. სპალეტიმ თავისი საქმის კარგად შესრულება იცის...

შეკითხვები არსებობს - ვის ვირჩევთ მეკარეებად ოსპინასა და მერეტს შორის? შესაძლებელია ორივე წავიდეს?
კულიბალი რომ გავყიდოთ, ვისით შევცვლით მას? გუნდშია ფორვარდი ოსიმენი. სპალეტი რომ ვიყო, კიდევ ერთი წელი ხელს შევუწყობდი ნიგერიელის საბოლოო აფეთქებას. მას გააჩნია მნიშვნელოვანი უნარები და ცოტა იტალიურის სწავლა, შესაძლოა, საბოლოოდ დაეხმაროს.

ვის დავთმობდი ესპანელ ფაბიანსა და პოლონელ ზიელინსკის შორის? ფაბიანს. პოლიტანოს და მერტენსს, ალჟირელ ნახევარმცველ ოუნასს და შემტევებს, ლოსანოსა და პეტანიასაც გავუშვებდი. კვარაცხელია? მის შესახებ ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ინსინიეს შეცვლა ადვილი არ იქნება. თუ ხვიჩა დაადასტურებს, რაც ვიდეოებში ვნახეთ, ლოსანოზე მეტს ითამაშებს."

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბში 5 წლით ჩაირიცხება.

altკვარაცხელია - "ნაპოლის" პრეზიდენტს სჯერა, მწვრთნელი არაფერს ამბობს, ტიფოზებს აინტერესებთ

altიტალიური მედია კვარაცხელიათი აღფრთოვანებას არ მალავს

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩამ ნაპოლში ბევრი უნდა იშრომოს და ბევრი ნიუანსები უნდა აითვისოს, ნაპოლიმ 5-წლიანი იმიტომ გაუფორმა მომავალზე გათვალეს ყველაფერი,თავიდანვე ძირითადში შეიძლება ვერ ჩაჯდეს მაგრამ დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს ამის გულისთვის,ისე კი თავიდანვე როგორ მოერგება ნაპოლს და როგორ ითამაშებს დიდი მნიშვნელობა ექნება ამას თუ თავიდანვე გაუმართლა ძირითადშიდაც მოხვდება ამ შემთხვევაში,პირადად მე კვარაცხელიას თამაშს კაკას ვამგვანებ თავისი მანერებით,კაკაზე უკეთესი ფეხბურთი ეთამაშოს და მთელი საქართველო გაიხარებს ამით,ნაპოლის ისედაც ვგულშემატკივრობდი და ახლა ხო საერთოდ.
qomagi
15 მაისი 2022 20:25
0
კი, აბა რაააა განსაკუთრებით გუშინდელი თამაში- საბურთალოსთან,რომ უნახიათ იტალიერებს სულ გადარეულან.........ეს რა მარგალიტი ჩაგვივარდა ხელშიო..
ჩელე
13 მაისი 2022 12:10
58
ჩელეს კომენტარი მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა რამე ისე არ არის. მაგალითად ხვიჩას დაასვენებენ, ან ისე ვერ ითამაშებს ან ცუდი მინდორია და ასე შემდეგ.
ელოდება რამე ისეთი როდის მოხდება. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მანამდე ძალიან ცუდადაა, სანამ ხვიჩა დაფრინვს, მაგარ გოლებს იტანს და მასზე ევროპული პრესა წერს, ამ ადამიანს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. მხოლოდ მაშინ ეძლევა მის ცხოვრებას აზრი, თუ ხვიჩას რომელიმე თამაში ჩაუვარდება.
ბატონო ჩელე, არ დაყაროთ ფარხმალი, თქვენც ყველაფერი გამოგივათ და საკუთარ წარმატებაზე ორიენტირდით. ვერც კი წარმოიდგენთ, სხვისი წარუმატებლობის ლოდინი როგორ ანგრევს ადამიანს შინაგანად.
ყველაფერს კარგს გისურვებთ!
ჩელე ს
13 მაისი 2022 13:30
0
Tamashs uyure moednis sapsri naxe??amdeni gvardzli saidan am axalgazrda bichis mimart...
L.J .
13 მაისი 2022 12:25
1
ხვიჩას ზურიკო დავითაშვილი ჯობია. ინანებს ნაპოლი ზურიკო რომ არ აიყვანა.
ციცინო დავითაშვილი
13 მაისი 2022 20:05
37
თქვენ ზურიკოს ბებია ბრძანდებით? :დ
ქალბატონ ციცინოს
13 მაისი 2022 22:07
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული