"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობებასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ნეაპოლური გუნდის თავკაცს calcionapoli24 ციტირებს:
"კვარაცხელია? გენიალური ფეხბურთელი ავიყვანეთ. ეს ძლიერი მოთამაშეა, კვალიფიციურია, შეზღუდულ სივრცეში კარგად შეუძლია მოქმედება. ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოედანზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შესანიშნავია არჩევანის გაკეთებაში. ასეთი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ყოფნა მწვრთნელს უნდა. ბევრს დარბის, აქვს სისწრაფე, ტექნიკა, გოლების გატანა ეხერხება".
დაფიქრდით ხალხო რას წერთ. თქვენი წარუმატებელი ცხოვრება კვარაცხელიას ბრალი არ არის. თუ მხარის დაჭერა არ შეგიძლიათ საერთოდ არაფერი დაწეროთ ჯობია.
ისედაც დაძაბული სიტუაციაა ქვეყნაში და ერთი რაღაც მაინც გვიხაროდეს ერს განურჩევლად პოზიციისა, და ერთ რამეზე მაინც გვქონდეს საერთო აზრი, რომ კარგია ტოპ ჩენპიონატში შენი ქვეყნის ტალანტი რომ იქნება, და მხარი უნდა დაუჭირო, გააკრიტიკო მაგრამ სამართლიანად, ასევე ერთი ჩავარდნილი თამაშის გამო არ უნდა გადაუარო, უხეშად რომ ეთამაშებიან მინიმუმ ის მაინც არ უნდა თქვა, აბა ბალეტს ხომ არ ვეცეკვებითო.
რა ძალიან ბევრი გვაკლია ცივილურ გულშემატკივრობამდე...
გულსატკენია
ხვიჩას აცალეთ იტალიაში ჩასვლა და ვარაუდების მაგივრად - მერე იაქტიურეთ!