კლუბმა, კვარაცხელიას გარდა, კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა - გუნდში იჯარით მყოფ 26 წლის კამერუნელ ნახევარმცველ ანდრე ზამბო ანგუისას "ფულემიდან" 15 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
გარდა ამისა, დიდი შანსია, "ხეტაფეს" 24 წლის ურუგვაელი მცველი მატიას ოლივერაც სპალეტის გუნდში ვიხილოთ.
დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ რეორგანიზების საჭიროება არსებობს, ჯერ მხოლოდ მაისია და სატრანსფერო აქტიურობა აუცილებლად იქნება.
დრის მერტენსთან დაკავშირებით ისევ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. შემტევი
ამასობაში ესპანური Sport-ი წერს, რომ ნეაპოლელებს ვეტერანი ნახევარმცველის, 32 წლის მირალემ პიანიჩის შეძენა სურთ, რომელსაც "რომასა" და "ინტერში" დიდი იტალიური გამოცდილება გააჩნია.
შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლიში" ზაფხულში გადავა და 5 წლით ითამაშებს.
დაუხვდება კვარაცხელიას "ნაპოლიში" ოსიმჰენი?
დიდი მოლოდინი - კვარაცხელიას თამაშს და ყოველ გოლს ნეაპოლში აკვირდებიან