"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან

AutoSharing Option
შოთა არველაძემ "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპის ამოცანა წარმატებით გადაჭრა - გუნდმა ჩემპიონშიფის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაიბევა ადგილი ინგლისის რანგით მეორე ლიგაში. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ვეფხვებს" გაცილებით მაღალი მიზნები ექნება...

49 წლის სპეციალისტი ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით. "ჰალის" დღევანდელობასა და მომავლის გარდა, ვილაპარაკეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ივნისში ერთა ლიგის უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩები ელის...

- "ჰალში" სეზონის მიმდინარეობისას მიხვედით. ასეთ დროს ყოველთვის რთულია მწვრთნელისთვის, ბოლომდე მოახდინოს საკუთარი
იდეების რეალიზება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საამსეზონო ამოცანა შესრულდა...

- მგონი, არ არის მაინცდამაინც ბევრი სალაპარაკო განვლილ ეტაპზე. რა შეიძლება ითქვას?.. შედეგი იყო მთავარი და შევძელით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაგვებევებინა ადგილი ლიგაში. მწვრთნელს შეუძლია ახალი ენერგია და მოტივაცია მისცეს ფეხბურთელებს... თუმცა დრო მაინც მცირე იყო. მაგალითად, ისე მოხდა, რომ ჩავედი, ჩავატარე ორი ვარჯიში და გუნდი თამაშზე გავიდა... საბოლოოდ, პირადად ჩემთვისაც დიდი გამოცდილება იყო...

- ველით, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" გაცილებით ძლიერი და ამბიციური გუნდი იქნება. ალბათ, იქნება საინტერესო ტრანსფერები... რამდენად საფუძვლიანია ეს მოლოდინი?
- ასე მარტივიც არ არის... ჯერ გასარკვევია, ვინ მიდის, ვინ შეიძლება მოვიდეს... ეს რომ გაირკვევა, მერე უფრო ადვილად ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ყველა გუნდს სჭირდება გაძლიერება...

- ამბობენ, შოთას თავის გუნდში ქართველი ფეხბურთელები შეგნებულად არ მიჰყავსო. "ჰალში" როგორ იქნება ამ მხრივ საქმე?
- აი, ხომ შესწრებიხართ ასეთ საუბარს და, ალბათ, თქვენც ჩართულხართ პოლემიკაში... მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია... ვინ წავიყვანო?

- რა შეიძლება ითქვას ჩემპიონშიფის თაობაზე? ფაქტია, ძალიან სპეციფიკური ლიგაა, გადატვირთული გრაფიკით, ცხრილში სიმჭიდროვით, თანაბარი დონით...
- ხომ იცით, როგორ არის - ფეხბურთელს ხშირ ვარჯიშს ხშირი თამაში ურჩევნია. ასევეა მწვრთნელიც. თამაში, მერე მისი ანალიზი და ისევ თამაში... ძალიან საინტერესოა ასეთი გრაფიკი. რა თქმა უნდა, ეს დიდ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში "ჰალი" პრემიერლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს. ეს ამოცანა დგას კლუბის წინაშე?
- ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ათეულში სტაბილურად ყოფნა არის ძალიან კარგი შანსი, რომ თუნდაც პლეი-ოფში მოხვდე. აქ ძალიან პატარა დისტანციაა.

- "ჰალის" გულშემატკივრებზე ცალკე უნდა გკითხოთ. მატჩებისას ვხედავთ, როგორ გულმხურვალედ უჭერენ ისინი გუნდს მხარს...
- ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს, უზომოდ უყვართ გუნდი, გვერდში გვიდგანან... შესანიშნავი, თბილი დამოკიდებულება გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეხლა დამვლოკავთ, მარა თქვენ მაინც იცოდეთ- სწორედ ეს არის ის მარაზმი, რატომაც ამ კაცის დტოინდელმა ნაკრებმა ჩაისვარა!!! ვინ წავიყვანოოო, შევარცხვინე ეს ნა÷ქვამი. ვინა და ზურიკო!! მამარდაშვილს იმ ჯიგარმა აგენტმა გაუკეთა და ვალენსიის სკაუტების დამსახურებაა, თორე მეტი არაა ჩემი მტერი ამას წაეყვანა ლოკომოტივიდან იგივე კიტეიშვილი ჩახევს მთელ მაგ გუნდს , რასაც შოთა წვრთნის, იდიოტების ბანდაა. კაი რა ერთი. ესეც მანუ არ იყოს რა
კაპიტან გარდენბურგი
20 მაისი 2022 20:54
0
ჩაკვეტაძე წაიყვანე ჩაკვეტაძე
Jaba
19 მაისი 2022 18:51
5
მამარდაშვილი ლოკომოტივში რომ იყოს ახლა და კვარაცხელია რუსთავში მაგათზეც იტყოდა არველაძე ვერ წავიყვანო :დ დღეს ჰალში რატო გადავა კვარაცხელია ან მამარდაშვილი რომელი გრანდი ჰალია რომ მამარდაშვილი ან კვარაცხელია ოცნებობდნენ მანდ თამაშზე? აზაროვი და გოჩოლეიშვილი ჯიბეში ჩაისვამენ მაგის ჰალს მარტო :დ
TOMMY
19 მაისი 2022 18:17
3
Ანუ ამით ის გვითხრა რომ ხვიჩას და მამარდას გარდა ჰალის დონე არცერთი ქართველი ფეხბურთლი არ არის. Აბსუს ქეცბაია, როგორ დაათრევს ქართველებს. Ამას ზედმეტი პრობლემები არ უნდა. Გაურბის.
Ფჰჰ
19 მაისი 2022 23:43
2
ვინ უნდა წაყვანო არიცი ? გვერდში დგომა როცა ჭირდება ასთ ტალტს ყველა ხელს კრავთ მიეცით ამბიჭს ერთი შანსი იქნებ გამოყენოს ჩაკვეტაძე დასკარგი ტალანტია თუ ვერ ითამშებს ? ვინმეზე ნაკლებად მანდ შნს რატო არ იმსხურებს როცა გაძხით რომ ნიჭერია და დიდი ტალნტია მოდი შანსი მიეცი აბა ამდონზე იქნებ ამართლებს
gio
19 მაისი 2022 19:50
11
შოთი ვინ წაიყვანო და გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი. მგონი ჩემპიონშიპს კი გაქაჩავენ და ერთი სეზონის მერე პრემიერლიგასაც!
ბათუმელი ექსპერტი
19 მაისი 2022 17:07
6
მხოლოდ აზაროვზე შემიძლია დაგეთანხმო.

ჩაკვეტაძემ ყველგან გაიფუჩა საქმე და არც შოთას უნდა ზარმაცი ქართველი. ნანახი ჰყავს თავისი ძმაკაცი ქინქლაძე რაც უქნა კარიერას. ეგეთ ფსიქოლოგიის ადამიანს არველაძე ვერ აათამაშებს.

ზურიკო საერთიდ უცნაურ ფეხბურთს თამაშობს. მოკლე მანძილზე აკეთებს ფასებსაც. უბნის მოთამაშე მგონია, ისეთი სტილი აქვს. თითქოს მასშტაბურობა აკლია ბიჭს, მოედნის ხედვა და უფრო მეტი გუნდურობა, რომ მართლა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს.
აზაროვი კიდევ ხო
19 მაისი 2022 18:33
3
სამწუხაროდ ჩემპიონშიპსაც ვერც ერთი ვერ გაქაჩავს
Gaguuu
19 მაისი 2022 17:51
6
კარგი რა შოთი, მამარდა წაიყვანეო რომ ეთქვათ შენთვის ლოკოში რომ იყო განათხოვრებული დინამოდან მიაქცევდი ყურადღებას? - რა თქმა უნდა არა! არადა შანსი იმისა რომ თავად შექმნა ქართველი ფეხბურთელებისგან ბევრი კვარაცხელიები, მამარდაშვილები, კიტეიშვილ-მიქაუტაძეები და ა.შ. დიდი გაქვს მაგრამ არ იყენებ ძმაო. დააკვირდი ახალგაზრდული და უ19 ნაკრების ფეხბურთელებს და აუცილებლად აარჩევ მინიმუმ ერთს.
ბუბა
20 მაისი 2022 07:56
2
რა მაგრად ვერ ერკვევით ფეხბირთში ვინც აქ წერთ 70%.გასაგებად დასვა კითხვა ვიმ წავიყვანოო და წერთ რაღაც უარგუმენტო სისულელეებს. ვინ წაიუვანოს 19 წლამდელ3ბოდან ვოსაც აქ არ დაუმტკიცებიია სააქართველოს ვაი ჩემპიონატში და ჰოი საოცრებავ მოიმდომეთ რო ჩემპიომშიპში "გაქაჩავს" ხო?? ოპტიმიზმი კაია მარა,რეალოსტები რო ვიყოთ უკეთესი. და შოთოზე რო "ჟოპალეზს" დაწერთ ან რამე მსგავსი ტიპის კომენტარს პროსტა განვლილი ცხოვრება შეადარეთ შოთისი და ეხლა ვინცაა ბარდა ეკალივით მომჯდარი ფედერაციაზე მაგათი. სირცხვილია ხალხო და ძაან დაბალი დონი მანიშნებელი თქვენი კომენტარები
სჯსუს
20 მაისი 2022 10:21
7
მადლობა თქვას არველაძემ მანდ რომელიმე ქართველი თუ წავიდა საერთოდ ეგეც არ იყოს ახლა პრემიერ=ლიგის ფავორიტი გუნდი რა, თვითონაც მეპატრონესთან ძმაკაცობის გამოა მანდ მოხვედრილი არ დაავიწყდეს :)
michael
19 მაისი 2022 18:18
10
ყველაზე მაგარი და ინტელექტუალი ძმები, გინდ მოედანზე და გინდ ცხოვრებაში დიდი ფეხბურთელები და ჯიგრები არიან.
niko
19 მაისი 2022 19:54
7
niko, "ყველაზე მაგარი და ინტელექტუალი ძმები" კი ძმაო რაზეა ბაზარი ჩემი Kაი ...
Dzmao
19 მაისი 2022 22:36
1
ეს არავის წაიყვანს არც ქეცბაიასავით სასწორზე არ დადებს სახელს არც ნაკრებს ჩაიბარებ ს ამ ნაკრებს ყოველშემთხვევაში
ვაჟა
19 მაისი 2022 22:24
0
მამარდა და ხვიჩა იმ დონეზე არიან უკვე, ჰალში არც მოვლენ, მაგრამ ბევრი ბიჭია, რომელსაც დახმარება სჭირდება ევროპაში უფრო მეტად რომ გაიცნონ. დვალი,ხარაიშვილი,დავითაშვილი ჯიმი ტაბიძე, გაგნიძეს ალბათ მისცემენ რუსეთის დატოვების საშუალებას, გოჩოლეიშვილი,კერესელიძე...ჩაკვე თავისთავად. ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან და როგორც მამარდას ნიჭი აღმოაჩინეს, ისე ამ ბიჭებსაც აქვთ შანსი ახალ დონეზე გადავიდნენ. არამგონია სურვილის შემთხვევაში ჰალს გაუჭირდეს მათი დამატება
Haaland
19 მაისი 2022 17:38
2
ვინც ჩამოთვალე სამწუხაროდ პრემიერშიფის ტემპში ჩაიკარგებიან ამ ეტაპზე. ძაან უნდა მოუმატონ, რომ იქ მოხვდნენ.
ვალერი
19 მაისი 2022 18:48
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული