კონფერენს ლიგის წილისყრამდე: იოლი მეტოქე "დინამოს" და "არარატ არმენია" "საბურთალოს" სავარაუდოებში

AutoSharing Option
14 ივნისს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბათუმის "დინამოს" მეტოქის გარდა, ჩვენებური კლუბების მოწინააღმდეგეებს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავიგებთ. მოგეხსენებათ, რეიტინგიდან გამომდინარე, ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს და ახლად შექმნილ გათამაშებაში (მე-2 სეზონი გაიმართება) ვმონაწილეობთ.

კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნილი გუნდებიც ერთვებიან, ჯგუფურ ეტაპამდე კი 4 ბარიერის დაძლევაა საჭირო.

თუკი გასულ გათამაშებას გავიხსენებთ, ყველაზე წარმატებული ქართული კლუბი ბათუმის "დინამო" იყო, რომელმაც სან-მარინოს "ტრე პენესა" და ბელარუსის ბატეს ბარიერი დაძლია, თუმცა თურქულ "სივასპორთან" 2-რაუნდიან დაძაბულ დაპირისპირებაში (2:3) დამარცხდა.

თბილისის
"დინამო"

ქართული კლუბებიდან განთესილი მხოლოდ თბილისის "დინამოა", რომელსაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით მარტივი მეტოქე უნდა ჰყავდეს

თუკი უეფას მიერ დანერგილ ე.წ. ტერიტორიულ დაყოფასა და სავარაუდო მეტოქეების კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, კახა ცხადაძის გუნდისთვის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ ბოსნიური "ბორაცი", მოლდოვის "სპინთჰული" და სან-მარინოს "ტრე ფიორი" უნდა მივიჩნიოთ. ისლანდიური "რეიკიავიკი" და ფინური "ინტერი" სავარაუდო სიაში (რომელიც წილისყრის წინა დღეს 4-მდე შემცირდება) ნაკლებად მოსალოდნელია.

თუკი ტერიტორიულ პრინციპს დავუბრუნდებით, თბილისელთა შესაძლო მეტოქეებში ესტონური "პაიდე" და ლიეტუვის "პანევეჟისი" არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, "დინამოს" მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ველით.

Sportall.Ge

"დილა" და "საბურთალო"

გორის "დილა", ანდრეი დემჩენკოსთან ერთად, კონფერენს ლიგაზე მეორედ იასპარეზებს. სადებიუტო გამოსვლაში სლოვაკურ "ჟილინასთან" (3:6 ორი მატჩის ჯამში) პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დათმო, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა, "საბურთალო" კი ევროტურნირებზე საკმაოდ გამოცდილი გუნდია. ასე რომ, უეფას რანგით მესამე ტურნირზე მათგან მაქსიმალურად შორს წასვლას ველით.

საწყის ეტაპზე განთესილი მეტოქეები საკმაოდ ძლიერები არიან. ამიტომ გამართლებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი სომხურ "ალაშკერტს" აქვს. სავარაუდო მეტოქეთა სიაში ამ ქვეყნის კიდევ ერთი კლუბია - "არარატ არმენია", რომელთანაც თამაშის გამოცდილება "საბურთალოს" უკვე აქვს, თუმცა ევროპა ლიგაზე მათი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა - სტუმრად (2:1) გაიმარჯვა, თუმცა თბილისში მეტოქემ (2:0) აჯობა.

ესტონური "ფლორა", ლატვიური "რიგა", ჩრდ. მაკედონიის "შკენდია", მინსკის "დინამო" - ამ გუნდებთან დაპირისპირება ნაკლებად სასურველია.

რაც შეეხება განთესილებს შორის "დილასა" და "საბურთალოს" ყველაზე სასურველ მეტოქეებს, მათ სიაში მოლდოვური "მილსამის", ლიეტუვის "კაუნო ჟალგირისის", გიბრალტარის "სტ. ჯოზეფისა" და "ევროპას" შეყვანა შეგვიძლია.

დაველოდოთ, ჯერ როცა სავარაუდო მეტოქეთა სია 4-მდე შემცირდება, შემდეგ კი წილისყრასა და 7-14 ივლისს, როცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები შედგება.

altბათუმის "დინამო" და ჩემპიონთა ლიგა - ყველაფერი წილისყრასა და სასურველ მეტოქეებზე

altხვიჩასა და ბათუმელთა გარდა, რომელ ქართველებს ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე?

მკითხველის კომენტარები / 16 /
პირდაპირ ვიტყვი და დინამოზე და საბურთალოზე ნერვების მოშლა არ ღირს! გორის დილა მაქსიმუმს გააკეთებს რაც შეუძლუა, მესამე ეტაპამდე თუ გაახწია კარგი იქნება, რაც შეეხება ბათუმს აქ ძალიან დიდი შანსი გვაქ რო კონფერენს ლიგაზე მაინც მოვხვდეთ
Vasili
14 ივნისი 2022 09:51
0
დინამო თბილისმა ის ლაქა ჩამოირეცხოს მეცხვარემ დუბლი შეგვისრულა.
roma
13 ივნისი 2022 21:26
0
ერთა ლიგის მსგავსი ტურნირია საკლუბოში მოსაფიქრებელი
ოღონდ ფიფია უნდა წავიდეს მანამდე დინამოდან
wbc
13 ივნისი 2022 17:34
3
ახლოვდება ფიფიას შეურაცხყოფის დრო, მერე ისევ მიწყნარდება და ასე... უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. მრავალი წლები თქო არ ვიტყვი, მუდამ ასე იქნება. უფრო სწორად სხვა ვარიანტი არაა.რა უნდა განხილვა თუ რომელი გუნდი შეხვდება დინამოს.ყველა ძლიერი არაა მისთვის?
დავით 67
27 მაისი 2022 19:28
3
უნდა დაგეთანხმოთ, რა სამწუხარო და მტკინვეულიც არ უნდა იყოს ჩემთვის...
ზურა
27 მაისი 2022 21:16
1
Ჭკუის კოლოფო...მეტი საქმე არა გაქ?მაზოხისტი ხარ?
GLA-ს
27 მაისი 2022 18:01
14
ყველა ევროპულ გუნდთან გაუჭირდებოდა ჩვეენებს.ბათუმის დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს,დინამო ძალიან სუსტია,მე არ ვიცი საიდან მოყავთ ეს ფეხბურთელები.ერთი სასიამოვნო ფაქტი კი ის არის რომ,სამგურალის მწვრთნელი ძალიან კარგი სპეციალისტია და შორს წავა,წარმატებები მას.ძალიან გამართულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.
კახა ქ.
27 მაისი 2022 17:37
2
Სახელებს გადავხედოთ და ამ გუნდებიდან რომელიმე არასასურველად, რომ მიგვაჩნია უკვე ძალიან ცუდია და ნიშნავს იმას რომ ჩვენც "ჭ" კლასი ვართ. Სამწუხაროდ დიდი მოლოდინები არ მაქვს და თუ რომელიმე ჩვენი გუნდი გაგვაკვიოვებს მაგაზე კარგი რა იქნება?!
Გოგი
27 მაისი 2022 13:47
2
"დინამო" სულ დაღუპა ამ რეხვიაშვილმა! რა უნდა? რას ხლართავს?
ავთო
27 მაისი 2022 12:54
3
არცერთი გუნდისგან არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, არც დინამო ბათუმისგან, რაც ხვიჩა და ზურიკო მანდა ვუყურებ მათ თამაშებს და არამგონია რომელიმე საშვალო ევროპულ გუნდსაც კი გაუწიონ რამე წინაღმდეგობა, მითუმეტეს ხვიჩა არ ეყოლებათ და დიდი ალბათობით არც ზურიკო, როცა გუნდში ნაკრების 6 ფეხბურთელი გყავს და სამგურალი, რო 4 გოლს გაგიტანს ..
გოგა
27 მაისი 2022 12:46
14
და რატო არ უნდა გაიტანოს სამგურალმა 4 გოლი? მასე არ შეიძლება ლაპარაკი.
T.t
28 მაისი 2022 00:49
2
სამგურალზე ისე ლაპარაკობ გეგონება 8 მატჩიანი წაუგებელი სერია მე მქონდეს ეროვნულ ლიგაში. იდეალური მწვრთნელით, დახვეწილი ფეხბურთითა და მონდომებით არც ხვიჩა გჭირდება და არც 8 ნაკრების წევრი რომ შედეგი დადო. სწორედ ამაშია ფეხბურთის ხიბლი. სამგურალი თუ არ დაიშალა შემდეგ წელს დარწმუნებული ვარ გაითქვავს სახელს კონფერენს ლიგაზე
._.
27 მაისი 2022 16:23
4
ყველა გამოხმაურება
კონფერენს ლიგა დასახვეწია და გრანდებს არ უნდა მიაჩნდეთ ამ ლიგის მოგება მიღწევად! ადრე იყო თასების მფლობელთა თასი, რომელიც თბილისის "დინამომ" მოიგო, ხოდა ეს ტურნირი ორი თავით მაღლა იდგა ვიდრე კონფერენს ლიგის ტურნირია ეხლა!
მწვრთვნელი
27 მაისი 2022 12:16
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული