არჩილ ბერიძე: "ნაპოლის" წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსულები - კვარაცხელიასთან კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ  ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე გააფორმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი, თუმცა ჯერ დეტალეტი არ გაამხილა:

"ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, - თქვა ბერიძემ. - ცოტა ხნის წინ "ნაპოლის" წარმომადგენლები ბათუმში იყვნენ ჩამოსულები. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა, ყველაფერს - ტრანსფერის ვადებსა და დეტალებზე მაშინ შეიტყობთ, როდესაც ხვიჩა ნეაპოლში წავა.

ასევე "დინამოს" პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს ხანში კვარაცხელიას აგენტთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრება, რათა ხვიჩას ბათუმური კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე მონაწილეობის საკითხის გადაჭრას შეეცადონ.

- თუნდაც პირველ მატჩში, - აღნიშნა ბერიძემ. - ეს ჩემი დიდი ოცნებაა. ჩვენ ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთან ერთად რამდენიმე დღეში ნეაპოლში გავემგზავრებით და ყველაფერი იქ გადაწყდება. გვჯერა, რომ შეთანხმებას შევძლებთ, რადგან ფეხბურთელს ევროტურნირის შესარჩევ ტურნირზე შეუძლია ერთ გუნდში ითამაშოს, ხოლო ჯგუფურზე - უკვე მეორეში".

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარაგოლების წვიმა მარადონაზე.
BB
28 მაისი 2022 11:43
0
მაგარი კაცია ბერიძე აი მართლა “საღოლ” ყვლაფერში
დავით
28 მაისი 2022 01:47
2
გეთანხმები, ფიფიას კი არა გავს
ალეკო
28 მაისი 2022 06:11
0
გენაცვალე ხვიჩა! ერთი სული მაქვს სერია "ა" როდის დაიწყება.
სოხუმელი ვეტერანი
28 მაისი 2022 01:25
0
ჯუღელი თუ აფერისტ ნეაპოლიტანელ იტალიელებს დაკერავს და ხვიჩა ბათუმში ჩემპიონთა ლიგას 1 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ეს ადამიანი უძლიერესი დიპლომატი ყოფილა). უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გია დვალი (ფიზიკოსი პრემიერათ) მამუკა ჯუღელის-საფეხბურთო აგენტი -პრეზიდენტათ.
mamuka jugelis gulshematkivari
28 მაისი 2022 01:07
3
რუსებთან არ არის ვალში ეგ ბიჭი და არც სლუცკისთან. შეეშვით ამით მანიპულირებას. ისედაც საკმარისზე მეტი გაუკეთა რუბინს ხვიჩამ. ზუსტად სლუცკი იყო რომ იძახდა ერთ დოლარსაც არავინ იხდის და არავის უნდაო, იტყუებოდნენ ხო გამოჩნდა არა?
მადლობა უთხრან ამ ბიჭს რომ მაგათი მკვდარი ჩემპიონატი ცოტა ხნით კაინც გახადა ყურებადი.
Winter
28 მაისი 2022 00:23
5
რას აბარებთ აჩოტებს ამ რუსულ პრესას?აღარ ეხებათ ხვიჩას ამბები მაგათ
გიორგი
27 მაისი 2022 21:38
5
რა, უფასო პიარი მთავარ სპორტულ გაზეთში 150 მილიონიან ქვეყანაში ცუდია ?
marketing
28 მაისი 2022 00:58
2
წავიკითხე ერთი კომენტარი და გამიხარდა: კიდევ არიან ქართველები(Gori) სხვის მიერ გაწეული ამაგი რომ ახსოვთ და აფასებენ P.S.ერთ დროს ეს სალაპარაკო არც იქნებოდა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ იშვიათობაა...
ვახო
27 მაისი 2022 20:21
8
არც სლუცკი არ მიყვარს,არც სიომინი.უფასოდ წაიყვანეს ჩვენი ჩემპიონატიდან და უფასოდაცვე გადმოვიდა,ყველაფერი სამართლიანად მოხდა!რუსებს მადლობას არასდროს ვეტყვი არაფრისთვის!!
სოსო
28 მაისი 2022 01:22
7
სლუწკის "ამაგს" და საერთოდ რუსების "ამაგს" არ დავივიწყებთ არასოდეს თითოეულ წვეთ გეს ყველანაირად რომ ეცადნენ მის გასანადგურებას და რუსეთში დალპობას კიდე პრეტენზიები რო აქვთ. აი როგორი "ამაგიც" ააქვთ ისეთ "მადლობას" მივუძღვნით დაწყებული გაგრაში ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშით
9.
27 მაისი 2022 21:44
13
გადაწვავთ თქვენ ამ ბიჭს ასე შეუსვენებელი თამაშით და ვარჯიშით.
ხო შეიძლება სხვა 21 წლის ფეხბურთელებივით იყოს ეგეც, ამხელა წნეხი რატომ აქვს. რამდენს თხოვენ ბიჭს, გადაბმულად ათამაშეს ეროვნული ლიგა, ახლა აბა ერთი რომელიმე ნაკრების თამაში ჩააგდოს, წამოვა ეგრევე ლანძღვა-გინება. მერე ნაპოლიში წავიდეს და აბა თავიდანვე არ დაიწყოს გოლების შეყრა.
ზედმეტი მოგდით ხალხო ზედმეტი!!
!!
27 მაისი 2022 19:19
15
თუ საქართველოს ჩემპიონატში კვირაში ერთხელ თამაშით გადაიწვება, მაშინ ნაპოლიში სერია ა, ჩემპიონთა ლიგა და თასის თამაშები ექნება დათამაშო და? ბევრი უნდა ითამაშოს და ირბინოს წესით, რომ მეტნაკლებად სერია ა-ს დონეზე მიახლოებული მაინც იყოს ფიზიკურად. იქ სხვა ტემია სხვა დატვირთვა. 4 კილომეტრს კი არ დარბიან თამაშში საშუალოდ როგორც აქაა
ზურა
27 მაისი 2022 19:50
2
გაიხარე, მაგარია, წარმატებები. სლუცკის ამაგი არ დაივიწყო შენზე............
gori
27 მაისი 2022 19:02
11
ასევე სიომინისაც.
დიმო
27 მაისი 2022 21:41
6
ჯგუფურ ტურნირამდე იჯარა რომ გაფორმდეს ძალიან კარგი იქნება
ზურა
27 მაისი 2022 18:59
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული