ევროპის ჩემპიონატზე მინი-ფეხბურთში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მასპინძელ სლოვაკეთთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა, ჯგუფში მონტენეგროსა და ავსტრიას სძლია, ბულგარეთთან კი დამარცხდა.
ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 24 ქვეყნის ეროვნული გუნდი ასპარეზობს. ტურნირი ამავე დროს 2023 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.