ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი

AutoSharing Option
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს. მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰამბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული. 

რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება. 

ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.

altბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვაისს მანდამაინც ქართველებით უნდა ქართველების დამარცხება მაგრამ ვერ მოესწრებაა, წიიიინ დინამო ბათუმი სლოვანს გავხევთ
Batumi90
29 ივნისი 2022 22:02
2
რომან ფიფიას ქარვასლაში რომ არავის უნდა გასაგებია, მაგრამ ბათუმმა რატომ ვერ დაიყოლია ჩაკვე?
დააT
29 ივნისი 2022 21:53
0
მე როგორც ვიცი იყო მცდელობა ბათუმიდან მაგრამ მაგ კვერცხმა უარი თქვაა,სიამაყემ სძლია,როგორ ეკადრება საქართველოში თამაში და ის კიარ იცის ბათუმი რომ ამოსდებს...ყველა კვარას ნაირი კიარაა სასიამოვნო პიროვნებაა და მაგიტომაც წავიდა ნაპოლში...
ასევე
29 ივნისი 2022 23:31
14
ახლა სლოვენიაში არბენიებენ ფოჩტის ცხენივით და ბოლოს ეტყვიან სირბილი ეზარება, არადა ტალანტი ქე აქვსო..
გაეშვით ამ კაცს, ღმერთი არა გწამთ? გაეშვით და დაასვენეთ რაა.....
კ ო მ ბ ლ ე
29 ივნისი 2022 21:46
26
სლოვენია არა ისრაელი
ბაჩი
30 ივნისი 2022 10:01
0
ჩაკვე!გამოიყენე ეს ბოღმიანი კომენტარები მოტივაციისთვის!!
ბექა
30 ივნისი 2022 00:17
3
მაგარი ადამიანი და კარგი მწვრთნელია ვაისი
Semi
29 ივნისი 2022 21:20
8
მწვრთნელობაზე გადაამლაშე
ბს
30 ივნისი 2022 00:33
3
ძალიან გამეხარდა! ვინ, თუ არა ვაისმა იცის გიორგის ძალა და კლასი. დიდი იმედი მაქვს, რომ აათამაშებს! მთელი წელი წინაა. ქართველი გულშემატკივარი ყველა წყენას დაივიწყებს და სამუდამოდ ვაისის დამლოცველი იქნება.
შუა ივლისიდან კიდევ უფრო დიდად ვუგულშემატკივრებთ ბრატისლავის "სლოვანს"
Alexandre
29 ივნისი 2022 21:00
4
ვფიქრობ ამ ეტაპისთვის ძალიან კარგია, ვაისი კარგად იცნობს და იცის მისი შესაძლებლობები და ნდობაც ექნება.

რაც შეეხება ჩვენთან დაპირისპირებას რა თქმა უნდა ბათუმს ვგულშემატკივრობთ, მანდ ორი აზრი არც შეიძლება იყოს !!!

ეხ, კვარა რომ გვყავდეს :( მაგრამ ბრძოლა შეიძლება, უშანსოდაც არ ვიქნებით.
Joko
29 ივნისი 2022 20:37
1
მიუხედავად ჩემი თქვენდამი(ჩვენს ბიჭებს, ვგულისხმობ) პატივისცემისა, ბათუმის მოგება მინდა!
გიორგის, წარმატებები.
100%
29 ივნისი 2022 20:12
0
ფაქტიურად საქართველოს ნაკრების ვარჯიშია რა
ქომაგი
29 ივნისი 2022 20:03
1
წარმატებები ჩაკვეტაძეს მაგრამ შედარებით პერსპექტიულ გუნდში გადასულიყო კაიიქნებოდა.
ბათუმი გააგდებს სლოვანს შეიძლება საერთოდაც ორივე თამაში მოიგოს იქაც და აქაც
ნიკოლოზი
29 ივნისი 2022 19:54
5
შედარებით პრესპექტიულ გუნდში იყო მაგრამ 5წუთიც არ ათამაშა ბოლო 6ს თამაშში ზაპოი რომ აქვს იმის სახეს რომ მიუგავს ჰამბურგის მწვრთნელმა.ვაისი შინაურია დარწმუნებული ვარ გვერდში დაუდგება წაახალისებს და მოტივირებულს გახდის.
გიორგი
29 ივნისი 2022 23:36
0
საქართველოში თამაში უტყდებათ პაპუა ახალი გვინეა იყოს წავლენ სამაგიეროდ იტყვიან საზღვარგარეთ ვთამაშობო.. )) ევროპაში სლოვანზე კარგ ვარიანტს ვერ ნახავდა ჩაკვე მაგრამ სიზარმაცე თუ გააგრძელა ვაისი კიარა მამაზეციერი ვერ უშველის. ბათუმი მოიგებს!!!
რონი
29 ივნისი 2022 21:07
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული