თუკი ქართული გუნდისთვის უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი უცხოა, "სლოვანი"
იქ მონაწილეობს, თუმცა წარმატებას ნაკლებად აღწევს - ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ვერ გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.
ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში, 13 ივლისს ბათუმში გადაწყდება, თუმცა პირველივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობის მოპოვებაზე უარს არავინ იტყვის. ერთმანეთს ორი
ბათუმელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონია, სადაც ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და 4 თვეა მარცხი არ უგემიათ, ბრატისლაველები კი საერთაშორისო გამოცდილებით მეტოქეზე წინ დგანან.
გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში გამოჩნდა, თუმცა უეფას ოფიციალურ გვერდზე "სლოვანის" განაცხადში არაა, ისევე, როგორც გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ვენესუელელი ფორვარდი რამირესი.
გეგუჩაძის გუნდის შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელი რა არჩევანს გააკეთებს. შედარებით ნაკლებად გვგონია, სასტარტოში ფალავანდიშვილმა და გაფრინდაშვილმა ითამაშონ. გამოცდილ ჯაბა ჯიღაურს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვაისის ნდობით სარგებლობდა, ძირითადში მოვიაზრებთ. სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია რადინსა და ბიძინაშვილსაც აქვთ. ახლაწვეულ ფორვარდ მათე ვაწაძეს მეორე ტაიმში აუცილებლად ველით.
შეხვედრა "ტეჰელნე პოლეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება(პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ) და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი დევიდ ქუტი განსჯის. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩიც 6 ივლისს (18:00 სთ) შედგება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"სლოვანი"(4-2-3-1): ჩოვანი - პაუშჩეკი, ვუტი, კაშია, დე მარკო - კუცკა, აგბო(ან კანკავა) - ჟმრალი, ბარსეგიანი, ვაისი - საპონიჩი;
"დინამო"(4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური - ჯოვინო