მატჩის დღე! რას დაუპირისპირებს გეგუჩაძის ბათუმის "დინამო" ვაისსა და ქართველებს?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და 6 ივლისს მას ბრატისლავის "სლოვანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაასრულებს.

თუკი ქართული გუნდისთვის უეფას მთავარი საკლუბო ტურნირი უცხოა, "სლოვანი"
იქ მონაწილეობს, თუმცა წარმატებას ნაკლებად აღწევს - ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ვერ გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გასული სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

ორივე მხარე თანხმდება, რომ ყველაფერი განმეორებით მატჩში, 13 ივლისს ბათუმში გადაწყდება, თუმცა პირველივე შეხვედრაში სოლიდური უპირატესობის მოპოვებაზე უარს არავინ იტყვის. ერთმანეთს ორი
საინტერესო და ერთმანეთის კარგად მცოდნე სპეციალისტები, ვლადიმირ ვაისი და გია გეგუჩაძე უპირისპირდებიან. ასეთ დროს მოულოდნელ ჩანაფიქრსა და გადაწყვეტილებებს დიდი ფასი აქვს, რაც მხოლოდ მწვრთნელებზე დამოკიდებული ვერ იქნება...

ბათუმელთა უპირატესობა მიმდინარე სეზონია, სადაც ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან და 4 თვეა მარცხი არ უგემიათ, ბრატისლაველები კი საერთაშორისო გამოცდილებით მეტოქეზე წინ დგანან.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებში გამოჩნდა, თუმცა უეფას ოფიციალურ გვერდზე "სლოვანის" განაცხადში არაა, ისევე, როგორც გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული, ვენესუელელი ფორვარდი რამირესი.

გეგუჩაძის გუნდის შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელი რა არჩევანს გააკეთებს. შედარებით ნაკლებად გვგონია, სასტარტოში ფალავანდიშვილმა და გაფრინდაშვილმა ითამაშონ. გამოცდილ ჯაბა ჯიღაურს, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვაისის ნდობით სარგებლობდა, ძირითადში მოვიაზრებთ. სასტარტო თერთმეტეულში ყოფნის ამბიცია რადინსა და ბიძინაშვილსაც აქვთ. ახლაწვეულ ფორვარდ მათე ვაწაძეს მეორე ტაიმში აუცილებლად ველით.

Sportall.Ge

შეხვედრა "ტეჰელნე პოლეზე", თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება(პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "აჭარის ტელევიზიაზე" იხილავთ) და მას ინგლისის პრემიერლიგის არბიტრი დევიდ ქუტი განსჯის. შეგახსენებთ, ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშს" ან ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდება. მათი პირველი მატჩიც 6 ივლისს (18:00 სთ) შედგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

"სლოვანი"(4-2-3-1):
ჩოვანი - პაუშჩეკი, ვუტი, კაშია, დე მარკო - კუცკა, აგბო(ან კანკავა) - ჟმრალი, ბარსეგიანი, ვაისი - საპონიჩი;

"დინამო"(4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ალთუნაშვილი, ტეიდი - მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური - ჯოვინო
მკითხველის კომენტარები / 28 /
წარმატებები საქართველოს ჩემპიონ - ბათუმის "დინამოს"!!!
ზურა
06 ივლისი 2022 10:56
0
ბიჭებს წარმატებეს ვუსურვებთ, მაგრამ ძალიან გაჭირდება რაიმე ღირებულის გაკეთება.
ბათუმის დინამოს დაცვის ხაზი ფაქტიურად არა ჰყავს!!!
აზაცკი პოზიციურად სუსტია. კობახიძეს ნებისმიერი სწრაფი ბიჭი აბურთავებს უთავმოყვარეოდ! აზაროვი შეტევისას კარგია და დაცვაში ჩვეულებრივი დუდუკია.
ეეეჰ, დღეს საშინლად შევრცხვებით.

პ.ს.
სამგურალი რომ საკუთარ მოედანზე 4 გოლს გაგიტანს და ლიგაზე თამაში გინდა... :( :( :(
Zura
06 ივლისი 2022 10:48
37
მეგობრებო, ვაიგულშემატკივარი რატომ ვარ??? რადგან უპირობო გამარჯვების არ მჯერა? ღმერთმა ქნას ამ ჩემს პროგნოზსა და ფეხბურთელების დახასიათებაში აბსოლუტურად არაფერი არ გამართლდეს და მოვიგოთ!!!
უბრალოდ, დაცვის ხაზი არის საშინელება და ამას გავუსვი ხაზი!!! შეტევა და ნახევარდაცვა ამ დონეზე სათამაშოდ მზადაა რათქმაუნდა. აი, დაცვა კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მეეჭვება ევროპელების დაყენებულ და სწრაფ კომბინაციებს რაიმე მოუხერხონ!
პ.ს.
ისე, დინამომ მოიგოს და კი ბატონო ,,ჩემს ჯინაზე'' მოიგოს!!!
Zura
06 ივლისი 2022 13:45
0
ე ბიჭო ზურაბა გვაცადე თუ ვერ მოიგებს მერეც ხო გეყოფა კომენტარევის წერა დააცადე ჯერ ნუ უსწრებ მოვლენებს წინ ...
bejo
06 ივლისი 2022 11:39
1
ყველა გამოხმაურება
წარმატება, ბათუმის დინამოს! გამარჯვებულები დაგვიბრუნდით!!!!!!!!
ნონა.
06 ივლისი 2022 10:41
0

სიახლეები პოპულარული