ბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრატისლავაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" გასვლაზე "სლოვანს" დაუზავდა - 0:0.

შეხვედრამ ბრატისლავაში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 22 500-იანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო. სტუმრებმა მეტოქის პირველი შეტევა მოიგერიეს, ბურთი დაიჭირეს, მომენტს კი ვერც ერთი გუნდი ვერ ქმნიდა. ტემპი მაღალი არ იყო, სადღაც შუა ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ, სამი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კუპატაძე. სამწუხაროდ, 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ბათუმელთა კაპიტანმა კობახიძემ და ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა
„დინამომ“ იქით დაიწყო იერიშების მიტანა: გოლის გატანის შესაძლებლობა ფლამარიონს მიეცა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა და გატანა ხოვანმა არ დაანება. „სლოვანის“ მწვრთნელმა ვაისმა შეტევის გასაძლიერებლად 58-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე ჩაკვეტაძე შეუშვა და მასპინძლებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - მედვედევი კუპატაძესთან პირისპირ გავიდა და ჩვენი მეკარე ისევ ვერ დაჯაბნა. 90-ე წუთზე შორიდან მამუჩაშვილის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ფრე, 0:0.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში ჩატარდება და სტუმრად მიღწეული ფრისა და „აჭარაბეთ არენაზე“ ჩვეული მხარდაჭერის გათვალისწინებით, „დინამოს“ სლოვაკური ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - დინამო (ბთ) 0:0
გაძევება: კობახიძე (42)

სლოვანი: ხოვანი, მედვედევი, კაშია, აბენა, დე მარკო (ჩაკვეტაძე 58), კანკავა, კუცკა (ჰოლმანი 86), ბარსეგიანი (გრინი 58), ვაისი (ჩავრიჩი 78), ზმრჰალი, რამირესი (საპონიჩი 58)

დინამო (ბთ): კუპატაძე, აზაროვი, კობახიძე, აზაცკი, ჩაბრაძე, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 86), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი 45), დავითაშვილი (ვაწაძე 72), ფლამარიონი (რადინი 72)

მკითხველის კომენტარები / 62 /
ჩაკვეს გაცუდებული ჯარიმა თუ გამიხარდებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი… წარმატებები ბათუმს და სრულიად საქართველოს!
ირაკლი
07 ივლისი 2022 00:45
1
მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის! მადლობა კაცნაკლულზე დაცვაში არ ჩადგომისთვის და თამამად შემტევი ფეხბურთის თამაშისთვის! მადლობა გეგუჩაძეს სწორი ტაქტიკისა და ცვლილებებისთვის!
გუნდი საკმაოდ კარგია, მთავრია ეს თითოეულმა ფეხბურთელმ დაიჯეროს! თამამად ძმებო, თამამად! შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა
Superman
07 ივლისი 2022 00:34
1
ესეთი არაადეკვატური მსაჯი კარგა ხანია არ მინახავს! კობახიძეს კიდე მეტი ყურადღება მართებდა. საერთო ჯამში კარგი იყო ბათუმი, სახლში მეტ სითამამეს ველოდები!!!
beqa
07 ივლისი 2022 00:35
3
კობახიძე ევროტურნირებზე ბათუმის განაჩენია?! კვირკველია როგორ გაუშვით ხელიდან?! იმედია ბათუმში დაადუღებთ!!!
ლადო
07 ივლისი 2022 00:45
0
ერთი სიტყვით ამას ქვია ჯიგარი! როგორც იქნა ვნახე ჩვენების თამაში ჯიგრით! ყოჩაღ ბიჭებო! თქვენ გენაცვალეთ! როგორცარ უნდა მორჩეს ეს დუელი, მაინც მაგრები იქნებით!
გივი
07 ივლისი 2022 00:38
2
გენაცვალეთ. აქ შევჭამთ !!! მოდეეეეეთთთთთთთ
ჩაბრაძემ და აზაროვმა რა იმუშავეს.. აფერუმ აფერუმ ბიჭებს... ყველას ყველას დიდი მადლობა.. და გმირი კუპატაძის დამსახურებითთთთთთთთთთ !!!
ილია
07 ივლისი 2022 00:34
1
ყოცაღ ბიჭებო! ლაზარე მაგარი ხარ!!!
I
07 ივლისი 2022 01:26
0
გეგუჩაძემ მაგარი ტაკტიკური შეცვლა გააკეთა გაძევების შემდეგ შეუშვა რა რეხვიაშვილი. და არ დაწია ტეიდი უკან.
გიორგი
07 ივლისი 2022 01:21
0
ტეიდმაც მანამდე მოასწრო გაფრთხილების აკიდება და მისი უკან დაწევა,კიდევ უფრო სარისკო იქნებოდა.
სოსო
07 ივლისი 2022 10:11
0
წარმომიდგენია კვარაცხელია რა იქნებოდა ესეთ თამაშში კონტრშეტევებზე. წარმატებები ყველა ქართულ გუნდს ევრო თასებზე!!!
giris dila
07 ივლისი 2022 01:12
0
კვირკველია - მცველია. კვირკველია - აზერბაიჯანშია. კვირკველია - ქართველია. კვირკველია აზერბაიჯანშია. კვირკველია- თავისუფალი იყო. კვირკველია აზერბაიჯანშია. კვირკველია - უფასოდ თამაშობდა გაგრაში. კვირკველია აზერბაიჯანშია.
კაპიტან გარდენბურგი
07 ივლისი 2022 01:18
3

სიახლეები პოპულარული