ქართული ფეხბურთის შავი დღე - თბილისის "დინამომაც" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „პაიდესთან“ 2:3 დამარცხდა.

"დინამო" სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ბოლოს კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში ჩატარდება.

მოკლედ, დღეს ევროტურნირებზე სამივე ქართულმა გუნდმა მარცხი განიცადა.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - პაიდე 2:3
გოლები: 1:0 სხირტლაძე (22), 1:1 ლუტსი, 2:1 ხარაბაძე (65), 2:2 სინგატე (81), 2:3 პიჰტი (89)

დინამო (თბ): პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე, ოსიყმაშვილი (მოისწრაფიშვილი 46),
მექვაბიშვილი, კირკიტაძე (კობოური 86), ოსეი (ჩხეტიანი 86), კამარა (ომარი 58), სხირტლაძე (ბილენკი 70)

პაიდე: აკსალუ, ოიამაა (ტური 78), იუსიფი, კლავანი, სალისტე, სიმონი, ფროლოვი, მოოლი, ლუტსი, ოვუსუ (პიჰტი 78), სააგი (სინგატე 58)

მკითხველის კომენტარები / 129 /
გასაშვებია პრეზიდენტი! სრული 10 წლიანი კრახი..... დინამო თბილისი რომან ფიფიას გარეშე.
Wolf
07 ივლისი 2022 22:57
0
ერთი პრობლემაა ოღონდ, დინამო თბილისის პრეზიდენტია კიარა, მფლობელია ფიფია... ვინმემ მანქანა რო წამართვას ეხლა, შენ არ უვლი მაგ მანქანას და დავიწვი მისი საცოდაობითო რო მითხრას... :-/
რა მაფიაა?
07 ივლისი 2022 23:07
9
გუშინ დავწერე რომ ერთადერთი გუნდი დღეს საქართველოში რომელსაც რომელიმე ევროტურნირზე წარმატების შანსი თუ აქვს ესაა ბათუმის დინამოთქო დანარჩენი გუნდები არც საბურთალო არც გორის დილა და არც თბილისის დინამო დღეს არ არიან იმ დონეზე რომ სადმე შეყონ თავი ძაან სამწუხაროა დინამოს მდგომარება გუნდი რომელიც წესით უნდა იყოს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და უნდა იბრძოდეს ევროტურნირებზე სერიოზულ გუნდებთან უკვე იმ დონეზე ჩამოვიდა (ფსკერზე) რომ იქ ფარერების გუნდი გვიგებს ახლა ამას დაემატა რომ დინამო არენაზე ესტონეთის გუნდი გიგებს და სამ გოლს გიტანს ამაზე უკვე ხალხს რეაქციაც აღარ აქვს ასეთი რამ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო და ასეთ ისტორიულ და ტრადიციულ გუნდს რომ ეხებოდეს საქმე მთელი გულშემატკივრები გამოვიდოდნენ გარეთ რა გახდა ამ ფიფიას მოშორება გაანადგურა დინამო მისი 11 წელია გუნდშია და მე ასეთი ცუდი დინამო არ მახსოვს რაც ამ ფიფიას მმართველობის პერიოდშია ეს გუნდი ყოველწლიური რეგრესი დაბლა და დაბლა ჩადის ეს გუნდი და ხმას არ იღებს არავინ ეს კაცი უნდა წავიდეს და მოვიდეს ისეთი ხალხი ვინც მართა მიხედავს გუნდს.
gio
08 ივლისი 2022 03:57
0
სანამ ფიფია დინამოს პრეზიდენდია არაფერი გამოვა , რომა არის აფერისტი და მან ფეხბურთის არაფერი არ იცის…
სირცხვილია რომ ასეთი კაცი დინამოს ხემძღვანი იყოს
ფიფიას ყველაფერი
08 ივლისი 2022 00:52
0
თბილისის დინამომ წააგო პატარა სოფლის გუნდთან, რომელსაც მთელი თავისი არსებობის ისტორიაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი ევროთასებზე.
გასულ წელში რამდენი სირცხვილი გვაჭამეს, ხომ გახსოვთ? ფარერებში მეცხვარეებთან 6:0 რომ წააგეს. ეს უნამუსობა როდემდე უნდა გაგრძელდეს. სადაც კი თბილისის დინამო დეხს დგამს, ისეთ სახელს ტოვებს, რომ იქ ქართველ კაცს სირცხვილისგან არ მიესვლება.
Რაგბის ფანი
08 ივლისი 2022 03:38
0
მაყურებელი დებილი კი არ არის, ძალიან კარგად იცის სად უნდა მივიდეს!
Vasili
07 ივლისი 2022 23:16
0
აბააა ფიფია ჭიაბრიშვილი ველოდებით დაყენებული სახეებით თქვენ მორიგ პროფესორობას!!! ვაი შე საცოდავო ქართულო ფეხბურთო და თბილისის დინამო რა დღეში ხარ!!!! ფაქტიურად აღარა ხარ!!! ოოო დიადო ვეტერანებო ჩუმად ჩუმად ვინმეს რამე არ ეწყინოს !!! ვინმე დარჩა კიდევ რომ არ შეგვარცხვინა?! როდემდე?!
!!!!
07 ივლისი 2022 23:53
0
ბიჯო, ბორის ჯონსონი გადადგა და რა გახდა ეს ფიფია...
დდდ
07 ივლისი 2022 23:29
0
მე, დინამოს თავგადაკლულმა გულშემატკივარმა გავიხარე ამ მარცხით. ასე სჯობდა, ჯერ ერთი არარატთან შერცხვენას ავირიდებთ თავიდან და მეორეც - იქნებ მიხვდეს ეს ფიფია, რომ არაა ფეხბურთი მისი საქმე და გაეშვას გუნდს. სულ უფულო დინამოც კი, უპატრონო და ფორმებსაც, რომ ვერ იძენდნენ - არ ირცხვენდა ასე თავს. ყოველ შემთხვევაში ასეთ გუნდებთან მე არ მახსოვს თბილისში წაეგოს...
levani
07 ივლისი 2022 23:38
0
არ ვიცი გამოაქვეყნებთ თუ არა მაგრამ მაინც,,,, მეზიზღებით დინამოს ყველა მონაწილე ექიმების დაწყებული ფეხბურთელებით დამთავრებული თქვენ ხარ უსისხლო უგულო ხალხი, გიყურეთ და თამაშის ჟინი არ გეტყობოდათ არცერთს ნუთუ არ გრცხვენიათ? გაანებეთ თავი თუ არ შეგიძლიათ სირბილი ამათმა სამი გოლი როგორ გაგიტანეს სირცხვილიააა სირცხვილიიიიი,,, როგორც ფეხბურთელები მაგარი ბანძები ხართ ყველააა
გელაშვილი
07 ივლისი 2022 23:06
0
იძახეთ ეხლა ფიფია უნდა გადადგეს, სირცხვილი და კიდე სხვა.ფეხბურთი არის ამჟამად ბიზნესი( თანაც დიდი). სანამ დიდი ფული არ ჩაგდება კლუბში, მანამ "დინამო" იქნება ასეთი მაჩანჩალა.5000,100000 ლარს ღებულობენ და მეტზე ვერც ოცნებობენ.საქართველო გახდა უიმედობის და უპერსპექტივობის ქვეყანა. ყაველაშვილი რომ პარლამენტარი იქნება და პაპუაშვილი თავჯდომარე, რა გეფეხბურთებათ ნეტა.
სანდრო
08 ივლისი 2022 00:48
25
ნაკრებმა რომ თამაშები მოიგო,მაშინ რომელ ბუჩქს იყავი ამოფარებული?
საქართველო
08 ივლისი 2022 00:58
8

სიახლეები პოპულარული