ვაისი: ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის

AutoSharing Option
ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ. ხუთი წელი ვიცხოვრე აქ და მეორე სახლივით იყო. ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. ახლა ჩვენ მეტოქეები ვართ, თუმცა ჩემი აქ ჩამოსვლა ემოციურია.

ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ორი წელი იყო ფეხბურთის გარეშე. მე ვუყურებდი მის თამაშებს, ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა. როცა გიორგი ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნება, ძალიან გამოგვადგება.

მე აქ არა როგორც მტერი, არამედ როგორც მეტოქე, ისე ჩამოვედი. საქართველოში ეროვნული ლიგა მიმდინარეობს, ჩვენთან კი ასე არაა, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. უბურთოდ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა ექნება".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს კაცი დასაფასებელია ნაკრების ის წარმატება ამ კაცი დამსახურებაა, მართლა კარგი ადამიანია ტაშით თუ მიესალმება ურიგო არ იქნება
Koba
12:23 13-07-2022
0
ის თამაში ვაისმა კი არა ჩვენმა მთავრობამ წააგო
გიუᲨა
11:29 13-07-2022
5

სიახლეები პოპულარული