"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დღეს თბილისის "დინამო" გასვლით შეხვედრაში "პაიდეს" დაუპირისპირდება.

ქართულ გუნდს საშინაო ასპარეზზე 2:3 აქვს წაგებული და დღეს აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა თქვა:

"ფეხბურთია... თამაში 90 წუთი გრძელდება და ჩვენ პირველ თამაშში გვქონდა კარგი შანსები, რომ ეს თამაში მინიმუმ არ წაგვეგო, მაგრამ რაღაც ეტაპზე დავკარგეთ კონცენტრაცია და საბოლოო ჯამში უხეში შეცდომებით დავმარცხდით... ასეა, როდესაც 90 წუთი არ ხარ კონცენტრირებული, ასე შეიძლება მოხდეს...

პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი
არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა. ვფიქრობ, აქაც ბევრი ადამიანი მოვა, რომლებიც კარგ ატმოსფეროს შექმნიან. ჩვენ უფრო ლაღადად და მშვიდად ვითამაშებთ, ვიდრე სახლის მატჩში, რომელსაც თავისი დაძაბულობა ჰქონდა და წნეხი ჩვენზე მოქმედებდა. 

მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთული არ იყო და მათზე ყველაფერი ვიცოდით. ერთია, როდესაც ითამაშებს და უშუალოდ შეეხები ამას და მეორეა, როდესაც გააანალიზებ ტელევიზორიდან.

წნეხი აღარ გვაქვს... მთავარი იყო ჩვენი გულშემატკივრისთვის, რომ სახლში გაგვემარჯვა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მაგრამ არ ვიძახი, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო... ჩვენ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ... ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა და ვერ გავიმარჯვეთ...

"დინამოს" თამაშებს ყოველთვის წნეხი ახლავს და ამას გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, ავტომატურად წნეხია... ამას მიჩვეულები ვართ, აქ არ იქნება დამატებითი საფიქრალი და აქ უშუალოდ მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებულნი და მხოლოდ თამაშზე ვიფიქრებთ", - თქვა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
...
პირველ მატჩში საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. დიდი არენა გვაქვს და ამას გარკვეული წნეხი ჰქონდა.

ჯერ არც გეკუთვნოდათ მაგდენი ადამიანის მოსვლა სტადიონზე, მარა გულშემატკივრები მაინც მივიდნენ და მერე როგორც დაუფასეთ ყველამ ვნახეთ. მერე კიდევ, რა წნეხი? საკუთარი გულშემატკივრების იმედად არიან ყველგან და ყველამ იცის რა ეფექტი აქვს გადაჭედილ სტადიონებს. უხარიათ რაც მეტი მივა, მით უკეთესი და საერთოდ რაზე საუბრობს ეს ადამიანი?
ამ 2:3-მა მთლიანად გადაფარა ფარერების სირცხვილი და არა მგონია რომ დღეს რამე ღირებული გააკეთოთ. ძალიან გამიხარდება შემდეგ ეტპაზე დინამოს გასვლა, მხოლოდ უეფას სარეიტინგო ქულების გამო, თორემ ღირსები ნამდვილად არ ხართ.

რედაქციას: ესეთ და მსგავს სამართლიანად მკაცრ პოსტებს რატომ არ აქვეყნებს საიტის ადმინისტრაცია? რა, შინ რომ 2:3 წააგეს მართლაც ვიღაცასთან, მაგაზე ხმა არ ამოვიღოთ და მხოლოდ ესეთი კომენტები ვწეროთ: "სამწუხაროა", "არაუშავს, ფეხბურთია" და მსგავსი სიბეცე???
ლევანი
13:09 14-07-2022
0
კარგი გია, რა წნეხი. მაგ მოედანზე თამაშობთ სულ, პირველად ხომ არ გახვედით. თქვენ წნეხი და ხალხის ზიზღი მაშინ ნახეთ თუ გასვლაზე ვერ მოიგეთ და შემდეგ ეტაპზე ვერ გადახვედით.
JABA
11:39 14-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული