კობიაშვილი კვარაცხელიაზე: "მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა"

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" წარდგენის შემდეგ, მისი პრესკონფერენციის ირგვლივ რამდენიმე, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება გავრცელდა. ამ ამბავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გამოეხმაურა:

"ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.

Sportall.Ge

არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას.
ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს.

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას."

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

altსამშობლო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" - sportall.ge ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ლუკას ვეთანხმები, იგნორი, მშვენიერი ხერხია ასეთებისათვის. საერთოდ ვინ არის ეს ვიგინდარა, ხალხო დაფიქრებულხართ, ვის ნათქვამს აკომენტარებთ. ხმას რომ არავინ გასცემს, თვითონ ჩაიგდებს ენას, მიხვდება რომ სიცარიელეა და მეტი არაფერი.
ლევანი
17 ივლისი 2022 21:44
1
კიდევ და კიდევ შეირცხვინეს თავი ამ ნაცბანდელებმა. ესენი რა მოდგმის გარეწრები არიან, ყველას და ყველაფერს ქართულს რომ ერჩიან? რით ვერ დააყენებენ ერთ ადგილს? მაქარაშვილის ქუჩაში გდება არ მოწყინდება და ახალი დაიწო. ვაი ჩვენს პატრონს ასეთებს რომ უნდაძტ ქართული პოლიტიკა აკეთონ.
ნისა
17 ივლისი 2022 13:07
3
ორმა ნაც საქონელმა დისლაიქი დაგიწერა DDD
zura222
17 ივლისი 2022 16:00
3
ხალხნო!ქვეყანაში არა კაცების მეტი რაა,ნუ მიაქცევთ ასეთ მაიმუნებს ყურადღებას,თორემ უფრო პოპულარობი ხდებიან
ლუკა
17 ივლისი 2022 12:41
0
არაკაცები ერთად იწერება
კაპიტან გარდენბურგი
17 ივლისი 2022 13:02
0
არც ქოცი ვარ და არც ნაცი , მაგრამ ძალიან გაუგებარია რა უნდათ ხვიჩასგან ამ არამზად ადამიანებს ??
ხვიჩასავით რომ აკეთებდნენ თავის საქმეს კარგად იქნებოდა ჩვენი სამშობლო!
ხვიჩას გულზე უყურებთ ამ ფეხბურთს და ესეც არ აგვაძულოთ
ჯონი
16 ივლისი 2022 23:34
0
დაიკიდე ხვიჩა ძმაო შენ ხალხს უყვარხარ
გიორგი
17 ივლისი 2022 05:12
0
მოკლედ ერთი მხარის (ნაცების) სპეკტაკლმა ჩაიარა და ახლა მეორე მხარის (ქოცების) სპეკტაკლი დაიწყო. გამოქომაგებით ცდილობენ ახლა ამ ბიჭის ხარჯზე რეიტინგის აწევას, მთავრობას მიეცა საბაბი ხალხს ვინც უყვარს, იმის ხარჯზე აიმაღლოს რეიტინგი.
რა გულისამრევია ეს ყველაფერი. ამ ყველაზე სუფთა ადამიანს რომ შეეშვათ არ გინდათ?
აგინებენ რეიტინგის გამო მერე ესენი აქებენ ასევე რეიტინგის გამო. ფუ მართლა რაა!!
ყველაფერი როგორ შემაზიზღეთ ამ ქვეყანაში.
ხვიჩას ადილას რომ ვიყო საერთოდ არ გამოვიხედავდი აქეთ. კიდევ კარგი ჩემნაირი ხასიათი არ აქვს და ძლიერია :)
Skeleton
16 ივლისი 2022 23:19
25
"ხვიჩას ადილას რომ ვიყო საერთოდ არ გამოვიხედავდი აქეთ. კიდევ კარგი ჩემნაირი ხასიათი არ აქვს და ძლიერია". - შე კაი დედ-მამიშვილო, თუ ესეთი ხასიათი გაქვს და აქეთ არ იხედები, ან რას აკომენტებ, ან რას გვაცენზორებ, ან რეიტინგი რა შუაშია(ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების მოთამაშე-ტალანტი არ უნდა დაიცვას?). სად ხარ ესეთ ადგილას? ალბათ რუსეთში, თორე ვინ გეკითხება ხალხი რას იტყვის.
ვერგავიგე
17 ივლისი 2022 10:43
5
აგინებენ რეიტინგის გამო რას ნიშნავს? კვარას რო აგინებ სადმე რამე რეიტინგი გგონია იწევა? : D მეორე მესმის და ეგ პირველი ვერ მესმის
რაიო
17 ივლისი 2022 07:21
0
ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა ხვიჩას, ზოგიერთები ნუ ცდილობთ ისე მოაჩვენოთ თითქოს არაფერი მომხდარა,პირიქით, უნდა გაიგონ ამ კრეტინებმა რომ ქართველი ხალხი არ გაატარებს მათ უმსგავსო საქციელს და მიიღეს ის რასაც იმსახურებენ.
გია პაპა
16 ივლისი 2022 23:08
4
ერეკლე პაპას კოლექტიურმა დაცვის ოპერაციამ როგორ ჩაიარა? ჩამოხსენით ის სურათები? თქვენ რა მაგრები ყოფილხართ?!
გია პაპავ
18 ივლისი 2022 09:26
0
ყველაფერი გადაზედმეტებული რატო ვიცით ამ ქართველებმა?!გავიგეთ ყველას მოსაზრება და აღარ არის საჭირო ზედმეტი რევერანსები, მორჩიიით უკვეეე!!!
სოსო
16 ივლისი 2022 22:19
5
გაუგებარია ხალხო თქვენი რეაქცია ამ კრეტინის გამოხდომაზე. რატომ აქცევთ ამდენ ყურადღებას და რატომ აპიარებთ ამ დეგენერატ კაცს.
ჟორა გაბრიჭიძე
16 ივლისი 2022 21:51
0
დამშვიდდით ხალხოოოო!!!ორივე მხარე
ბექა
16 ივლისი 2022 21:45
11
რომელ ორ ხარესე მელაპარაკები, ეს ორი მხარე რომელია? ერთის მხრივ უკრაინის ვითომ გულშემატკივარი (მეტი არაა ჩემი მტერი) არარაობები და მეორე მხარეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები?
მამუკა
17 ივლისი 2022 01:47
5
და ორივე მხარე სადაა ერთი მაინტერესებს, სანაიას და მის სულიერ ძმებს ვინმე უჭერს მხარს?
ტიტე
16 ივლისი 2022 22:17
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული