"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

AutoSharing Option
აჩი არველაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" იყო სტუმრად. საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლაზე.

ბათუმის "დინამოზე"

ბათუმის "დინამო" ძალიან კარგად თამაშობს და შარშანაც ღირსეულად იასპარეზა, გასულ სეზონში 3 წრე გაიარა არც ისე მარტივ მეტოქეებთან. წელსაც ყველანი ვთვლიდით, რომ ვაისის გუნდი ძალიან უხერხული მეტოქე იქნებოდა. ვფიქრობ, "დინამომ" "სლოვანს" აჯობა და გული დამწყდა ასეთი თამაშის ფონზე, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ. შეტევაშიც და დაცვაშიც ბათუმელები უკეთ გამოიყურებოდნენ. არა მგონია, ეს წაგება გამოუცდელობის ბრალი ყოფილიყო. რაც
შეეხება კუთხურის ეპიზოდს, მსგავსი ფაქტი შეგვიძლია "ბარსელონასა" და "ლივერპულის" დაპირისპირებიდან გავიხსენოთ. ესპანურ კლუბს გამოცდილებას ვერ დავუწუნებთ, მაგრამ მოხდა.

თბილისის "დინამოს" მარცხზე

მიზეზის გამონახვა ძალიან მიჭირს. პირველ თამაშში 3 გოლის გაშვება, ალბათ, მეკარესა და დაცვას უნდა დავაბრალოთ. მიუღებელია, სახლში ასეთი სუსტი გუნდისგან გაუშვა ამდენი გოლი. ადრე შეიძლებოდა მეთქვა, რომ მენეჯმენტში პრობლემები არსებობდა, თუმცა წელს ძალიან იმედიანად ვიყავი. პირველ რიგში, კახა ცხადაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო. ვიცი მისი უნარები, სამწვრთნელო ხარისხი და გუნდის თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველოდი. საბოლოო ჯამში, არასტაბილური თამაშისა და შედეგების გამო კახა წავიდა გუნდიდან. ჭიაბრიშვილზეც შეგვიძლია იგივე ვთქვათ, ვიცით მისი გამოცდილება, საფეხბურთო გემოვნება და სამწვრთნელო თვისებები. გასაგებია, რომ ახლახან ჩაიბარა კლუბი, თუმცა "პაიდესთან" მარცხის გამო, ალბათ, უმწვრთნელოდაც და მწვრთნელითაც ყველა ერთად დამნაშავენი არიან. ვფიქრობ, საჭიროა ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა, რადგან თბილისის "დინამოა", რომელსაც ყველანაირი პირობა გააჩნია, რომ უკეთესი ლეგიონერები ჰყავდეს. ასევე მიმაჩნია, რომ "დინამოში" საუკეთესო ქართველები უნდა თამაშობდნენ.

"საბურთალოს" გამარჯვებაზე

ვუყურე მათ თამაშს და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მთელი მატჩის განმავლობაში "საბურთალო" აქტიურობდა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, ჩემპიონატში და პირველ თამაშში ნაჩვენები თამაშის შემდეგ რომ მომდევნო ეტაპზე გავიდოდნენ. ვულოცავ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ საინტერესო ორშეხვედრიან დაპირისპირებას ვიხილავთ.

ზურიკო დავითაშვილზე

გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, რომლებიც ზურიკოს გააჩნია, უნდა აღინიშნოს ფიზიკური მომზადებაც. 104-ე წუთზე მსგავსი გოლის გატანა არ არის მარტივი. ურთულესია, დატოვო საქართველო, შემდეგ უკან დაბრუნდე და იგივე მოტივაცია შეინარჩუნო. "ბათუმმა" ზურიკოსაც და ხვიჩასაც ეს განწყობა შეუნარჩუნა.

გიორგი ჩაკვეტაძეზე

მას ისეთი ტრავმები აქვს გამოვლილი, ჩემზე კარგად არავინ იცის გიორგის მდგომარეობა. თვითონაც, ალბათ, უკმაყოფილოა, რადგან ეს ის გიორგი არ არის, რომელიც გვინდა, რომ იყოს. ვფიქრობ, თუ ჯანმრთელი იქნება და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებს, სასურველ ფორმას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგის მატჩებს 21 ივლისს გამართავენ. თბილისური კლუბი ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება, ბათუმელები კი პოზნანის "ლეხს" ესტუმრებიან.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგიერტები დღესაც ვერ ფარავენ თავის ბოღმას ძმები არველაძეების მიმართ. არადა ფეხბურთში სამივე შესანიშნავად ერკვევა და სწორ კომენტარებს აკეთებენ!!!
tngh
20 ივლისი 2022 13:30
0
ვეთანხმები არჩილ არველაძეს!!!
tngh
19 ივლისი 2022 18:04
0
დათო ხარ თუ ვიღაცა,ჯერ ქართულად გამართულად წერა ისწავლე და მერე აფრქვიე ეს შენი სისულელეები.არველადზეები DDDD
zaza
19 ივლისი 2022 17:59
0
კველგან რატო ეტენებიან ეს არვაზეები...უტო რო ცჰარტო ესენი გაიცჰიტებიან...
mesi
19 ივლისი 2022 16:25
14
წამოსულია შედეგი უკვე, ვერ ხედავთ კაცო?
ვისაც არ უნდა ვერ დაინახავს
ასეთი თაობა, ასეთი ნაკრები არ გვყოლია.
გუნდებიც რომ წამოიწიენ და სხვა ფეხბურთს თამაშობენ ამას უარყოფთ?
ამართლებს კობიაშვილის პოლიტიკა, უდავოდ
თენგო
19 ივლისი 2022 16:01
6
კარგი რა ბათუმი თამაშობს მარტო ისიც რავიცი კაი რა, შეხედეთ სომხეთს, და ნახავთ ვინ მოიხოდა მართლა.
ABCABC
19 ივლისი 2022 16:29
0
ვინ დაღუპა რა დაღუპა სულ გადაირია ეს ხალხი კარგის მეტი არაფელი გაუკეთებიათ რაც კობიაშვილის დროს გაკეთდა ვინ გააკეთა ამდენი რამდენი მოედანი აშენდა რეგიონებში იცით საერთოდ აწი უნდა დაიწყოს იმ თაობის წამოსვნა რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხდება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის პრობლემების მეტი რა არი მაგრამ შედარებითია ყველაფერი, რაც შეეხება დინამო ტორპეტო ლოკომოტივი ეს სახელები წარმატებული ისტორიაა ჩვენი ფეხბურთის აღარავის ქვიაო სამეზობლოშიო და არც ერქვათ როგორ გადაარქმევდენ ორი წარმადებული დინამო იყო საბჭოთა კავშირში ერთმა უეფას თასი მოიგო მეორემ ჩემპიონთა თასი არცერთ რუსულ გუნდს არ ღირსებია მერე მოიგეს ფულით რომ დაიწყო ყიდვა პუტინმა, მოკლედ ფეხბურთი უნდა გიყვარდეს არ უნდა იყო პოლიტიკით ანგაჯირებული
სოსო
19 ივლისი 2022 12:47
8
როგორ არ ერქვათ - ერევნის "სპარტაკი", ნალჩიკის "სპარტაკი", ორჯონიკიძის "სპარტაკი", მახაჩყალის "დინამო" და კიდევ რამდენიც გინდა
სინო
19 ივლისი 2022 20:29
0
არველაზეებმა დაგუპესო ფეხბურტი ვაი და უი ტქვენ ვინც იზახიტ მაგას ფეგბურტი დაგუპეს მუჯირმა კობიასვილმა მაგიტნაირებმა მარა მალე მოევლებატ მაგატ..................
dato
19 ივლისი 2022 12:04
16
შენ ვიღაცა ხარ ნაცი ხარ და ქართველების და საქართველოს წარმატება გულზე ეკლად გესობა, ვინ რა დაღუპა? დღეს რომ გამართულია ქართული სპორტი როდის ყოფილა? თქვენი გამოსწორება არ იქნება თქვე სამშბლოს მოძულეებო.
ლევანი
20 ივლისი 2022 10:11
1
არველაძეებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი რას ნიშნავს? ანუ ჩემპიონთა ლიგებს ვიგებდით და სულ ევროპა მსოფლიოს ვთამაშობდით და როგორც კი გამოჩნდნენ ნაკრებში ესენი, და მერე ფედერაციაში დაიწყო შოთიმ (რეზიმ) მუშაობა, აი მის მერე ჩამოინგრა ყველაფერი??? / აჩის ტრამვიანია იყო და ნაადრევად დაასრულა კარიერა, შოთის რაც შეეძლო ითამაშა, მეტი შეეძლო როგორც სხვა დანარჩენს მაგრამ ვერ გაიზრეს რა იყო ნაკრები! რეზის მილიონერი არ არის რომ ფედერაციაში მისულს საოცარი ინფრასტრუქტურული პროექტები გაეხორციელებინა ქვეყანაში, რადგან თვითონ ქვეყანაში ბნელოდა! ისე მაგასაც შეეძლო ელემენტარული შტატებით და ახლობლებით არ გადარტენა ეს ფედერაცია .// / ეს იყო და ეს./. და რა შუაშია აქ დაღუპვაა? საერთოდ რატო გიპასუხე? :D:D:D
Vasili
19 ივლისი 2022 09:46
1
შინ ევროპისკენ კი არა და ქართულად წერა არ იცის უმეტესობამ, რაც შეეხება ფეხბურთს სანამ საერთო დონე არ აიწევს არაფერი გვეშველება, ერთ სეზონიანი გუნდებით შორს ვერ წავალთ
მამუკა
18 ივლისი 2022 19:52
0
რობი-ცამდე-მარტალი--ხარ,მაგრამ-ხომ-ხედავ-ჩემს-გარდა-ყველა-წინააღმდეგია-ამის,რადგან-მე-აღარ-ვარტ-ჰომოსოვეტკიუსი-და-ეგენი-ჯერ-კიდევ-კობზონისა-და-ბრეჟნევის-გამოსვლებს-უსმინენ-პარტიის-XXVI-ყრილობაზე...
aspindzeli-svani
18 ივლისი 2022 17:29
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული